მთავარიმსოფლიოევროპაურსულა ფონ დერ ლაიენმა იტალიის ეკონომიკის აღდგენის გეგმა დაამტკიცა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა იტალიის ეკონომიკის აღდგენის გეგმა დაამტკიცა

22 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში ვიზიტის დროს იტალიის ეკონომიკის აღდგენის გეგმა დაამტკიცა.

ეკონომიკის გაჯანსაღება, სამხრეთ იტალიაში ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დაბრუნების მიზნით – ეს ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ძირითადი პუნქტებია, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში ვიზიტის დროს დაამტკიცა.

ევროკომისიის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა.

 
იტალია ევროკავშირისგან ეკონომიკის აღდგენის ყველაზე დიდ, 200 მილიარდი ევროს მოცულობის  პაკეტს მიიღებს. მარიო დრაგი გეგმავს, რომ  თანხა, რომელიც რეფორმებისთვისაც არის გათვალისწინებული,  შესაბამისად გამოიყენოს.

[br]იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგი ამბობს, რომ ეს საამაყო დღეა იტალიისთვის. მათ შეიმუშავეს რეფორმების ამბიციური გეგმა, რომლის მიზანია იტალია უფრო სამართლიანი, კონკურენტული და განვითარების მხრივ მდგრადი ქვეყანა გახდეს.

შემთხვევითი არ არის, რომ შეხვედრა ჩინეჩიტაში გაიმართა, რადგან ინვესტიციების დიდი ნაწილი სწორედ პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ,  იტალიის კინემატოგრაფიას მოხმარდება.

თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად საკმარისია  ეს თანხა მთლიანად იტალიის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი ანალიტიკოსი  ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, რადგან კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა 20 წლის განმავლობაში ისედაც გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა.

ჩეზარე პოცი რომის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორია. როგორც იგი აღნიშნავს, 2000 წელს იტალიაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის წილი 20%-ით მეტი იყო, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებამდე კი მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით დაბალი იყო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

2 ივნისს ურსულა ფონ დერ ლაიენი ბერლინშიც ჩავიდა, სადაც მან ანგელა მერკელის თანდასწრებით გერმანიის ეკონომიკის აღდგენის გეგმა დაამტკიცა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებში იმ იმედის დაბრუნებას ემსახურება, რომელიც პანდემიამ გააქრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend