“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეიდან, 7 ივნისიდან, საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან.
ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია, რომელშიც 32 დეპუტატი შევა, ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე იქნებიან.
პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამნისტიის გარდა ისინი ყველა კანონპროექტზე აქტიურად აპირებენ მუშაობას.