მთავარიმსოფლიოთავდასხმა ნიცაში

თავდასხმა ნიცაში

28 ოქტომბერს, დილით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 21 წლის ტუნისელი ახალაზრდა ეკლესიაში შევიდა და 3 ადამიანი დანით მოკლა. დაღუპულთა შორისაა 60 წლის ქალი, რომელსაც თავდამსხმელმა ყელი გამოჭრა და 55 წლის ეკლესიის მსახური. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისმოდა სროლის ხმაც.

ქალაქის ქუჩებს პოლიციის დამატებითი რაზმები გამოჩნდა. შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტი მივიდა. მან საფრანგეთის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ბოლომდე დაიცავს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს და არ შეეგუება სიტყვისა დ აგამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმას.  პრეზიდენტის განცხადებით, მთელ ქვეყანაში გაორმაგდება პოლიციელთა რაოდენობა.

ემანუელ მაკრონმა  ერს ტერორიზიმის საფრთხის წინაშე გაერთიანებისკენ მოუწოდა.  ქალაქ ნიცას მოსახლეობა კი, განსაკუთრებით კათოლიკე მრევლი, გულისწყრომას ვერ მალავს, რომ მთავრობა მოქალქეებს სათანადოდ ვერ იცავს. მაგალითად, სენ-პიერ დარენის მღვდელი თვლის, რომ საფრანგეთში  ტერორიზმის აღსაკვეთად მეტი უნდა გაკეთდეს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი ტერორისტულმა თავდასხმება კიდევ ერთხელ შეაძრწუნა. სულ ახლახანს პარიზის გარეუბანში თავი მოკვეთეს მასწავლებელს იმის გამო, რომ ის თავის მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებას ასწავლიდა. საფრანგეთის მთავრობა პირობას დებს, რომ საფრანგეთის ფუნდამენტურ ფასეულობებს დაიცავს. თუმცა ჩნდება კითხვა: კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს ამ ბრძოლას?

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend