მთავარიკუბიGoogle-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კანის დაავადებებს ამოიცნობს

Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კანის დაავადებებს ამოიცნობს

გასულ წელს გუგლის დეველოპერების კონფერენცია გადაიდო, თუმცა წელს, მსოფლიოს ყველაზე დიდმა საძიებო სისტემამ ახალი ინსტრუმენტები წარადგინა.

განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ ქსელში ხელოვნურმა ინტელექტმა მიიპყრო, რომლითაც მომხმარებლის მიერ ატვირთული კანის, ფრჩხილისა თუ თმის ფოტოს მიხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაა შესაძლებელი.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გუგლის ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ამოიცნოს კანის 288 დაავადება, თუმცა ის  სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის არ არის გათვალისწინებული.

 
ხელოვნური ინტელექტის შექმნას დაახლოებით 3 წელი დასჭირდა.

[br]ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა 65 ათასამდე უკვე დასმული დიაგნოზის ამსახველი ფოტო და მილიონობით სურათი, რომლებზეც ადამიანების კანი, ფრჩხილი თუ თმაა გამოსახული.

ფოტოს ატვირთვის გარდა, გუგლის აპლიკაციაში პაციენტებმა უნდა უპასუხონ რამდენიმე შეკითხვას, რათა მათი მდგომარეობის აღწერა გამარტივდეს.

გუგლის კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ძალიან ხშირად მომხმარებლები სხვადასხვა სიტყვით ცდილობენ, გაიგონ თავიანთი მდგომარეობის შესახებ, თუმცა სისტემამ შეიძლება მათ სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიაწოდოს.

ამიტომ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უშუალოდ დიაგნოსტიკაზე იქნება მიმართული, დაეხმარება მომხმარებელს, მეტი ინფორმაცია მიიღოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ დასმული დიაგნოზის შემდეგ ექიმთან ვიზიტისა და კონსულტაციის  გარეშე გუგლის ხელოვნური ინტელექტით მკურნალობის დაწყება შეუძლებელი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend