უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში “ჩელსიმ” “რეალ მადრიდი” 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. გოლები ტიმო ვერნერმა და მეისონ მაუნტმა გაიტანეს.
პირველი მატჩი მადრიდში ფრედ 1:1 დასრულდა.
ტომას ტუხელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში სხვადასხვა გუნდთან ერთად ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალი 29 მაისს სტამბოლში გაიმართება. “ჩელსის” მეტოქე პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” იქნება, რომელიც შეეცდება ისტორიაში პირველად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.
გიორგი სანაძე