მთავარიაზიაინდოეთიკორონავირუსით ინდოეთში დღეში ორი ათასი ადამიანი იღუპება

კორონავირუსით ინდოეთში დღეში ორი ათასი ადამიანი იღუპება

ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის მიზეზით უკვე 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით უკანასკნელ 24 საათში ვირუსით 3 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების მაჩვენებელი კი 300 ათასზე მეტია. საერთო ჯამში ინდოეთში კორონავირუსით 17 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული.

 
ინდოეთის მოსახლეობა 1 მილიარდ 400 მილიონს შეადგენს, და ვირუსით დაღუპული ადამიანების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიო მეოთხე ადგილზეა.

[br]”სიკვდილიანობის 80 პროცენტი სამედიცინო სფეროს ცუდი მუშაობის შედეგია, ჩემი აზრით ჩვენ ამ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო. მათ კლინიკებში სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, ჩვენ მედიკამენტების ნაკლებობა გვაქვს”, – ნიშანტ ვადჰვანი, კორონავირუსით გარდაცვლილის ნათესავი.

კორონავირუსით სიკვდილი პირველად ინდოეთში 2020 წლის 12 მარტს დაფიქსირდა. ერთ თვეში კი ვირუსით უკვე 50 ათასი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთა რაოდენობა ოქტომბერში 100 ათასი იყო, იანვარში კი 150 ათასი. გასული კვირაში დღეში 2 ათასი ადამიანი დაიღუპა.

“დელის მთავრობა აცხადებს, რომ ყოველდღე კორონავირუსით 380 ადამიანი იღუპება, მაგრამ სინამდვილეში ეს ციფრი ათასია, ათასზე მეტიც”, – ამით კაუშიკი, კორონავირუსის მსხვერპლის ნათესავი.

ქვეყანაში არსებული კრემატორიუმები კი კორონავირუსით დაღუპული ადამიანებით არის გადატვირთული.

ქალაქებში არსებული სასაფლაოების მასშტაბი გაიზარდა, ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების სასაფლაოები წითელი აგურით არის მონიშნული.

ინდოეთს დახმარების სახით სამედიცინო მასალა დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს მიაწოდა. ქვეყანას დახმარებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ისრაელი და პაკისტანიც შეპირდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend