მთავარიევროპავატიკანიცხრა ახალი მღვდელი ვატიკანში

ცხრა ახალი მღვდელი ვატიკანში

პაპმა ფრანცისკემ ცხრა ახალი მღვდელი აკურთხა. მათ შორის წარმოშობით 6 იტალიიდან არის, ერთი რუმინეთიდან, ერთი ბრაზილიიდან და ერთიც კოლუმბიიდან.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, კურთხევის ცერემონიის წინ მღვდლებმა პირბადეები მოიხსნეს და პაპის წინაშე დაიჩოქა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური კი კურთხევისას თითოეულ მათგანს თავზე შეეხო.

“არის მომენტები,როდესაც ღვთისმსახურები ხალხთან კავშირს კარგავენ, იკარგება ის გაჭირვება რომელიც მათ იესოსთან აახლოებს, შედეგად კი მღვდელი ბიზნესმენი ხდება, ბიზნესმენი მღვდელი და არა მორჩილი”, – პაპი ფრანცისკე.

 
ცერემონიისას ცხრავე მღვდელი მორჩილებისა, თავმდაბლობისა და თავგანწირვის ნიშნად რომის პაპის წინ იატაკზე დაწვა.

აზიასა და აფრიკაში ადგილობრივი მოსახლეობას მღვდლად კურთხევა ნაკლებად საინტერესოა,  ამიტომ მღვდლების დიდი ნაწილი მსოფლიოს ამ ნაწილებში ქადაგებისთვის კათოლიკური ქვეყნებიდან მიდის.

სექსუალური ძალადობის შესახებ გახშირებულმა ბრალდებებმა ბევრი კათოლიკეს თვალში  კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი შელახა.

პატივმოყვარეობისა და ფულის სიყვარულისაგან თავი შორის დაიჭირეთ. ეშმაკი სწორედ ამ დროს გვიტევს, იფიქრეთ ამ საკითხზე. იყავით გაჭირვებულნი, ისე როგორც ღმერთის ხალხი, გიყვარდეთ როგორც ღარიბებს უყვართ ღარიბები”, – პაპი ფრანცისკე.

ცხრა ახალი მღვდლიდან, ერთ-ერთი, დიეგო არმანდო ბარერა პარა 27 წლის კოლუმბიელია.

მან საკუთარი ცხოვრების კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირება არასრულწლოვან დამნაშავეთა საპატიმროში მუშაობისას გადაწყვიტა.

მათეუს ენრიკე ატაიდე კი 29 წლის ბრაზილიელია, ის მღვდლად კურთხევამდე ხანშიშესულ ადამიანებს უვლიდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს მღვდლების კურთხევის ცერემონია არ გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend