მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის ლიდერი ახალი ცივი ომის საშიშროებაზე საუბრობს

ჩინეთის ლიდერი ახალი ცივი ომის საშიშროებაზე საუბრობს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ქსი ჯინპინგმა განცხადა, რომ მსოფლიომ ახალი ცივი ომი თავიდან უნდა აირიდოს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მთავრობის 3 ათასამდე თანამშრომელს, სამხრეთ ჩინური კუნძულიდან ჰაინანიდან მიმართა.

ქსი ძინპინგის თქმით ამ მომენტისათვის ცვლილებები და პანდემია ერთმანეთთან დაკავშირებულია, მსოფლიო დიდი ცვლილებების წინაშე დგას და საერთაშორისო უსაფრთხოების მიღწევამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

 
ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელთა გარდა, ქსი ჯინპინგის მიმართვას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

[br]„პანდემიამ ყველა სახელმწიფოს მოქალაქეს ნათლად დაანახა ცივი ომის მსგავსი მენტალიტეტის შეცვლის აუცილებლობა. ჩვენ იდეოლოგიური დაპირისპირების წინააღმდეგნი უნდა ვიყოთ. როდესაც სახელმწიფოები საერთო ენას გამონახავენ, ჩვენ უპირველეს ადგილზე თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა უნდა დავაყენოთ. სხვებზე ბატონობა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა დასრულდეს“, – ქსი ჯინპინგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის აზრით რიგმა სახელმწიფოებმა საკუთარი წესები სხვა ქვეყნებს თავს არ უნდა მოახვიონ. დიდ სახელმწიფოებს კი მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

2013 წლიდან ქსი ჯინპინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სათავეშია. ის ქვეყნის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კი 2012 წლიდან იკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend