მთავრობის განკარგულებით, 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 აპრილის ღამის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.