მთავარისაქართველოსცენის ახალი სიცოცხლე

სცენის ახალი სიცოცხლე

პირველი აპრილიდან საქართველოში, სხვა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მუშაობა განაახლა თეატრებმა.  ახალი და ძველი სპექტაკლებით, თბილისსა  და რეგიონებში მომუშავე  დასები, მაყურებლის წინაშე ეტაპობრივად წარდგებიან. აკრძალევების მოხსნის პირველივე დღეს,  მაყურებელს პრემიერა შეთავაზა თავისუფალმა თეატრმა. ეს თეატრი  რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლით “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი” გაიხსნა. ერთწლიანი უჩვეულო და იძულებითი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, რეჟისორები და მსახიობები ჯადოსნურ სცენაზე დაბრუნდნენ. ის, რაც ქართულ თეატრს არ ახსოვს, დასრულდა. მსახიობებთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად, თეატრს დაუბრუნდა მისი განუყოფელი და მთავარი – მაყურებელი.

დარბაზში მაყურებელი, რეგულაციების დაცვით განთავსდა. პირბადე, დისტანცირება ერთი სკამის გამოტოვებით და სპექტაკლის შემცირებული ფორმატი. ეს ის მთავარი შეზღუდვებია, რაც თეატრმა და მაყურებელმა მანამ უნდა გაითვალისწინოს, სანამ ქვეყანაში კორონაპანდემია იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend