აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 25 მარტს, ევროპული საბჭოს ვირტუალურ სხდომას დაესწრება. მისი გეგმების შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე 23 მარტს დაწერა. ” ჯო ბაიდენი დავპატიჟე, რომ შეხვედრაზე შემოგვიერთდეს და გაგვიზიაროს შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დროა, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღდგეს”, – წერს შარლ მიშელი. აშშ-ის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომას ბოლოს 2009 წელს დაესწრო. ამ დროის განმავლობაში ევროკავშირი და აშშ NATO-ს ფორმატში ატარებდნენ რეგულარულ სამიტებს.