მთავარისაქართველო"ფაიზერის" 29250 დოზა საქართველოშია

“ფაიზერის” 29250 დოზა საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა უკვე საქართველოშია. ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება. 25 მარტიდან კი მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც მიეცემათ. მათ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. კიდევ ერთი სიახლეა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების პერიოდი 30 წუთიდან 45 წუთამდე იზრდება. ამ დროისთვის საქართველო მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის აცრილთა რაოდენობით ბოლოდან მეათე ადგილზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend