მთავარიამბებიდუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლებას...

დუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლებას ანიჭებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ – ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმერ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები რუსეთის პრეზიდენტმა შარშან იანვარში წარმოადგინა. საპრეზიდენტო ვადის „განულების“ შესახებ ნორმა, რომელიც პუტინს პრაქტიკულად საშუალებას აძლევს, 2036 წლამდე დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, მარტში მოიწონა სახელმწიფო დუმამ. ისინი საბოლოოდ იქნა მოწონებული რეფერენდუმზე, რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და 1 ივლისს დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend