მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში რეკორდული ხანგრძლივობის - ორმოცდღიანი წვიმა შეწყდა

საფრანგეთში რეკორდული ხანგრძლივობის – ორმოცდღიანი წვიმა შეწყდა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფრომაციით, საფრანგეთში 40-დღიანი წვიმა 23 თებერვალს შეწყდა, თუმცა წყალდიდობა ჯერ ისევ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რაიონში გაუმჯობესების ნიშნები ჩანს.

წინა რეკორდი ქვეყანაში 2023 წელს იყო,  როდესაც  ზედიზედ 32 დღის განმავლობაში წვიმდა.

სააგენტოს ცნობით, წელს წვიმა 14 იანვრიდან 22 თებერვლამდე გაგრძელდა. ეს ქვეყანაში წვიმების ყველაზე ხანგრძლივი სერიაა 1959 წლიდან,  როდესაც მსგავსი მოვლენების აღრიცხვა დაიწყო.

საფრანგეთში 1959 წლის შემდეგ, წელს,  თებერვალში, წვიმიანი ამინდის  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 2025-2026 წლების ზამთარი კი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, სააგენტოს დაარსების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირის დასაწყისში რამდენიმე რეგიონში ცა უფრო მეტად გაიხსნა, ჯერ კიდევ მაღალია ტენიანობის მაჩვენებელი.

წყალდიდობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ ამინდი მომდევნო დღეებსა და კვირებში გაუმჯობესდება, წყლის დონე ძალიან ნელა დაიწევს.

24 თებერვალს მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბიულეტენის თანახმად, საფრანგეთის ორ დეპარტამენტში, ზღვისპირა შარან  ტასა და მენში, წყალდიდობის გამო კვლავ განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

მეტეო ფრანსის ცნობით, 26 თებერვლის საღამომდე  მშრალი ამინდი იქნება.

ქვეყნის დიდ ნაწილში ტემპერატურა 15-დან 20°C-მდე მოიმატებს, თუმცა საზოგადოებას აფრთხილებენ,  რომ გამოდარება შესაძლოა ხანმოკლე იყოს, რადგან 26 თებერვლის საღამოდან 27 თებერვლის დილამდე კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend