იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში უდიდეს სამხედრო ძალას აგროვებს, ირანელები სიფრთხილით ელიან ჟენევაში მიმდინარე კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებას, რომელიც, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევის უკანასკნელი შანსი იყოს.
ირანელები ათწლეულების განმავლობაში არიან სანქციებით დაზარებული. ამას ისიც დაემატა, რომ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობასა და მასშტაბურ რეპრესიებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამისად, ბევრისთვის ვითარება უკვე უიმედოა.
„არ ვიცი. დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. რადგან ეს თანაბარი სიტუაცია არ არის. ერთი მხარე მოლაპარაკებებში დიდი ძალით შევიდა, მას დიდი აღჭურვილობა აქვს. მეორე მხრივ, ირანი სუსტ პოზიციაშია. ამერიკელები სრულ დანებებას ითხოვენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. ყველა შეშფოთებულია ამერიკის მსგავს ქვეყანასთან ომის შედეგების გამო. ჩვენ რვა წლის განმავლობაში ვებრძოდით ერაყს, მაგრამ ეს ჩვენს დონეზე მყოფი ქვეყანა იყო, მაგრამ ამერიკასთან, ისრაელთან და ნატოსთან ომს ძალიან საშინელი და არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. ამიტომაც არის ხალხი შეშფოთებული, მაგრამ რა ვქნათ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის დატოვება. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეგუოთ სიტუაციას“, – ამბობს თეირანის მკვიდრი, მოჰამადი.
მიუხედავად მოსახლეობაში პატრიოტული განწყობისა, საზოგადოებრივი აზრი მაინც ორად იყოფა. ახლა, როდესაც ირანელები ჟენევის მოლაპარაკებებს ელოდებიან, ბევრს ეშინია ომის დაწყების, რომელიც ირანსა და ერაყს შორის 1980-იანი წლების სისხლიან კონფლიქტზე უარესი იქნება.
„რეალურად მე შეთანხმების იმედი არ მაქვს. ირანი უარს ამბობს, თავისი პოზიციებიდან უკან დაიხიოს, რადგან ასე თუ მოიქცევა, ის ოფიციალურად უარს იტყვის თავის 40-წლიან იდეოლოგიაზე. ამიტომ იმედი არ მაქვს. ორივე ქვეყნის ლიდერები ხშირად საუბრობენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის მზად შეთანხმების მისაღწევად და დათმობაზე წასასვლელად. ამიტომ ომის ალბათობა მაღალია“, – ამბობს ხაშიარია, რომელიც სტუდენტია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ შესაძლოა, იერიშები მიიტანოს. ამავე დროს ირანმაც და აშშ-მაც მიანიშნეს, რომ ომისთვის მზად არიან, თუ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლება.
ჩემი აზრით, რომ თუ ორივე მხარე ნამდვილად სერიოზულად საუბრობს, მაშინ ომი დაიწყება“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რასულ რაზაგი.
მოლაპარაკებებში შუამავალმა ომანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები და ირანი ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს 26 თებერვალს ჟენევაში გამართავენ. იმედი ჯერ კიდევ არის, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერებისა და თეირანში განახლებული საპროტესტო აქციების მიუხედავად, მოლპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ.

