მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა

„სამწუხაროდ, თქვენი და თქვენი ოჯახების დამცველები  თქვენთან აღარ არიან, მაგრამ სამშობლო, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე გასწირეს, ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მანვე განაცხადა, რომ სამხედროების ქვრივებთან განსახილველი ის აქვს, თუ როგორ შეუძლია კრემლს მათი უკეთ მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც მათი მეუღლეები ომში დაიხოცნენ.

„სამწუხაროდ, თქვენი დამცველები, თქვენი ოჯახების დამცველები, თქვენთან აღარ არიან. მაგრამ სამშობლო, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე გასწირეს, ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით. დღეს მინდოდა თქვენთან იმაზე მესაუბრა, თუ როგორ მიდის თქვენი ცხოვრება, რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს დამატებით თქვენი მხარდაჭერისთვის, და რაც მთავარია, თქვენი – ჩვენი შვილების აღზრდაში დახმარებისთვის“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთს 2023 წლის იანვრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის იერიშს 80-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რის შედეგადაც, დაღუპული სამხედროების რუსეთის მიერ ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა 6,000-ს ოდნავ აღემატებოდა. მას შემდეგ ომის სამი წელი გავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ომში 55,000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მისივე თქმით, ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

არც მოსკოვი და არც კიევი სამხედრო დანაკარგების შესახებ ოპერატიულ მონაცემებს არ ავრცელებენ.

დამოუკიდებლად კი ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend