მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში ეროვნულ გვარდიასა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვარდიის 25 წევრი დაიღუპა

მექსიკაში ეროვნულ გვარდიასა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვარდიის 25 წევრი დაიღუპა

მექსიკის ქალაქ ხალისკოში სამართალდამცველებსა და ნარკოკარტელებს შორის ექვსი სხვადასხვა შეტაკებისას ეროვნული გვარდიის 25 წევრი დაიღუპა. მექსიკაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მექსიკის სამხედროებმა ხალისკოს ახალი კარტელის ლიდერი, ნემესიო ოსეგერა სერვანტესი, იგივე „ელ მენჩო“, მოკლეს.

„ელ მენჩო“ მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიმინალური ქსელის ლიდერი იყო, რომელიც ძირითადად ფენტანილს, მეტამფეტამინს და კოკაინს შეაქვს აშშ-ში. მექსიკის სამართალდამცველებმა მისი დაკავება 22 თებერვალს სცადეს. სპეცოპერაცია შეტაკებაში გადაიზარდა, ელ მენჩო დაიჭრა. იგი მეხიკოში ფრენის დროს გზაში გარდაიცვალა, რასაც კარტელების მხრიდან ძალადობა მოჰყვა. მექსიკის მასშტაბით კარტელების წევრებმა გადაკეტეს გზები და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. მექსიკის უსაფრთხოების მდივნის, ომარ გარსიას, ინფორმაციით, შეტაკებებისას ეროვნული გვარდიის 25 წევრის გარდა დაიღუპა ნარკოკარტელის 30 წევრიც.

„ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში კრიმინალურმა ჯგუფებმა ძალადობრივად იმოქმედეს: გადაკეტეს გზები, დაწვეს ავტომობილები, იერიში მიიტანეს ბენზინგასამართ სადგურებზე, სხვადასხვა ობიექტსა და საბანკო დაწესებულებებზე. ისინი ლაჩრულად დაესხნენ თავს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. დაკავების ოპერაციის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ ლაჩრული თავდასხმის 27 ასეთი შემთხვევა გვქონდა. ხალისკოში იყო ექვსი თავდასხმა, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, ეროვნული გვარდიის 25 წევრი, ერთი ციხის მცველი და შტატის პროკურატურის ერთი აგენტი დაიღუპა“, — განაცხადა მექსიკის უსაფრთხოების მდივანმა.

დაპირისპირების გამო მექსიკის რამდენიმე შტატში დროებით დაიხურა სკოლები; მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების ინფორმაციით, 20 შტატში კარტელების მიერ მოწყობილი 250-ზე მეტი საგზაო ბლოკადა უკვე მოხსნილია.

კარტელის ლიდერის დაკავების ოპერაციაში სადაზვერვო კუთხით მხარდაჭერისთვის მზადაა თეთრი სახლი. აშშ-ში მექსიკის არმია შეაქეს იმ პირის განეიტრალებისთვის, რომელიც ორივე ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობდა. თუმცა, მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია షეინბაუმმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ოპერაციაში აშშ-ის ძალები მონაწილეობაში არ იყვნენ; მექსიკა და აშშ კი ერთმანეთთან მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მხრივ თანამშრომლობენ.

„ოპერაციაში აშშ-ის ძალები არ მონაწილეობდნენ. როგორც არაერთხელ განვაცხადე, გვაქვს ინფორმაციის გაზიარების პრაქტიკა. აშშ-სთან ჩვენი შეთანხმება ფუნდამენტურად ეფუძნება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. ამ შემთხვევაში აშშ-ის მთავრობამ მოგვაწოდა ინფორმაცია და წარმოადგინა სადაზვერვო ანგარიში. თუმცა ამ შემთხვევაში მთელი ოპერაციის — დაწყებული დაგეგმვიდან — პასუხისმგებელი ფედერალური ძალები, კერძოდ, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო არიან“, — აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.

მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 23 000 ერთეული იარაღი. მექსიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკომოვაჭრეს ლიკვიდაციის შედეგად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მექსიკის მთავრობაზე ზეწოლას შეამსუბუქებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend