მთავარიევროპადანიაგრენლანდიამ და დანიამ ამერიკული სამედიცინო გემის მიღებაზე უარი განაცხადეს

გრენლანდიამ და დანიამ ამერიკული სამედიცინო გემის მიღებაზე უარი განაცხადეს

დანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა სამედიცინო გემის მიღებაზე, რომლის გაგზავნასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაში გეგმავდა.

21 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სამედიცინო გემის გრენლანდიაში გაგზავნას იქ მყოფი ავადმყოფი მოსახლეობის დასახმარებლად გეგმავდა.

„ლუიზიანას ფანტასტიკურ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, ჩვენ გრენლანდიაში შესანიშნავი სამედიცინო გემის გაგზავნას ვაპირებთ, რათა მოვუაროთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც ავად არიან და იქ მათზე შესაბამის ზრუნვას ვერ ახერხებენ. ის გზაშია!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპმა ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დანიის თვითმმართველი ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სამედიცინო გემის გაგზავნასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს და პენტაგონს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დანიის ოფიციალურმა პირებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ დანიასა და გრენლანდიაში არსებული ჯანდაცვის სისტემები საკმარისია. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის ზეწოლას „მიუღებელი“ უწოდა.

სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თუ ნატოს ერთი ქვეყანა მეორეს დაესმება თავს დაესხმება, მაშინ ნატოს არსებობას შეწყვეტს. კვირას 22 თებერვალს კი დანიის პრემიერ-მინისტრმა, სოციალურ გვერდზე დანიის ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით პოსტი დაწერა. თუმცა, მას დონალდ ტრამპის გემის გაგზავნის გეგმაზე პირდაპირ არ უსაუბრია.

„მიხარია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვაზე უფასო და თანაბარი წვდომა არსებობს ყველასთვის; სადაც სადაზღვეო კომპანიები და სიმდიდრე არ განსაზღვრავს ვინ მიიღებს სათანადო მკურნალობას. იგივე მიდგომა არის გრენლანდიაშიც“, – წერს დანიის პრემიერ-მინისტრი.

დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმარურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრიც, იენს ფრედრიკ ნილსენი. მისი განცხადებთ გრენლანდიას ამერიკის დახმარება არ სჭირდება, რადგან გრენლანდიაში ჯანდაცვის სისტემას მნიშვნელოვანი როლი უკავია.

„პრეზიდენტ ტრამპის იდეა გრენლანდიაში ამერიკული სამედიცინო გემის გაგზავნის შესახებ მიღებულია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა, სადაც მოქალაქეებისთვის მკურნალობა უფასოა. ეს შეგნებული არჩევანია. და ეს ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი. შეერთებულ შტატებში ასე არ არის, სადაც ექიმთან მისვლა ფასიანია. დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვართ. მათ შორის აშშ-სთან. თუმცა, სოციალურ მედიაში დაუგემავი წერის ნაცვლად, ახლავე დაგვიკავშირდით. დიალოგი და თანამშრომლობა მოითხოვს იმის პატივისცემას, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები სახლში მიიღება“, – წერს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი.

აშშ-ის საზღვაო ფლოტს ორი სამედიცინო გემი, USNS Mercy და USNS Comfort ჰყავს, რომლებიც ამერიკულ ჯარებს სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend