„რუსეთი თავისი მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ოთხი წლის თავამდე ერთი დღით ადრე „მამულის დამცველთა დღესთან“ დაკავშირებით იმ სამხედროების დაჯილდოებისას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომში, პუტინის სიტყვებით კი, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობენ.
„გილოცავთ მამულის დამცველთა დღეს – დღესასწაულს, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებული სიამაყისა და მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ.
პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს სამხედრო მოვალეობას, იჩენს სიმამაცესა და გმირობას, სიყვარულს რუსეთისა და ჩვენი ხალხის მიმართ, იცავს ჩვენს საზღვრებს ან უზრუნველყოფს სტრატეგიულ პარიტეტს.
რუსეთი თავისი მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის.
დღეს კრემლში შეიკრიბნენ დიდი გამოცდილებისა და უნაკლო მომზადების მქონე პროფესიონალები – მეთაურები, რომლებიც სამხედრო ოპერაციის დასაწყისიდანვე საკუთარ ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან და თანამებრძოლებთან ერთად იზიარებენ ყველა სირთულეს. ისინი მტკიცე მორალური პრინციპებისა და იდეალების მქონე ადამიანები და რუსეთის ნამდვილი პატრიოტები არიან“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
„მამულის დამცველთა დღესთან“ დაკავშირებით პუტინმა დაჯილდოებულ სამხედროებთან და ქვეყნის თავდავის მინისტრთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინი მიიტანა.

