მთავარიევროპაუნგრეთიუნგრული მხარე აცხადებს, რომ უკრაინაში დიზელის ექსპორტის შეჩერებას შესაძლოა დამატებითი ზომებიც მოჰყვეს

უნგრული მხარე აცხადებს, რომ უკრაინაში დიზელის ექსპორტის შეჩერებას შესაძლოა დამატებითი ზომებიც მოჰყვეს

19 თებერვალს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა  განაცხადა,  რომ უკრაინაში დიზელის ექსპორტის შეჩერებას  შესაძლოა დამატებითი  ზომებიც მოჰყვეს.  როგორც ცნობილია, დიზელის მიწოდება შეაჩერა  სლოვაკეთმაც.

უნგრეთი მეზობელ უკრაინას აღარ აწვდის დიზელს, სანამ არ აღდგება რუსული ნავთობის მიწოდება უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი „დრუჟბის“ მილსადენით.

ქვეყანაში რუსული ნავთობი 27 იანვრიდან აღარ შედის. როგორც  უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, „დრუჟბის“ მილსადენი რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

„დრუჟბის“ მილსადენით სრული დატვირთვითაა შესაძლებელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. მისი დახურვა აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც უმაღლეს, პრეზიდენტის დონეზე უნდა მიღებულიყო“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიაშმა.

უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელთაც გამონაკლისის სახით არ ეხებათ  ევროკავშირის პოლიტიკა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, უკრაინას მიწოდების განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებენ.

„ისინი მუდმივად გვპირდებოდნენ, რომ ხვალ ან ზეგ აღდგებოდა „დრუჟბის“  მილსადენის მუშაობა. გავიდა დღეები, კვირები. ბოლოს თქვეს, რომ 12 თებერვალს ამუშავდებოდა, თუმცა არ შეასრულეს. ამის შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რაც მოხდა. უკრაინის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ნავთობის მიწოდების შეჩერება უნგრეთისა და სლოვაკეთის ინტერესებს აზიანებს. მაგრამ მათ მაინც არ განაახლეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ  მოვუწოდოთ უკრაინის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომლებიც ნაწილობრივ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა თუ ქვეყანას შორის ნორმალური თანამშრომლობის გამო აქვთ ნაკისრი. მილსადენ „დრუჟბის“  შეჩერება რთულ მდგომარეობაში აყენებს როგორც სლოვაკეთს, ისე უნგრეთს“,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიაშმა.

დიზელის გარდა, უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირსაც იღებს.

„რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ უნგრეთი უკრაინას ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას აწვდის. ამიტომ, სლოვაკეთის მთავრობასთან კოორდინაციით, შესაძლებელია სხვა საპასუხო ზომების  განხილვაც. მხოლოდ დიზელის მიწოდების შეჩერებით არ შემოვიფარგლებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიაშმა.

თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა რუსულ ნავთობზე,  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა კიდეც რუსული ენერგორესურსების იმპორტი.

ევროკომისიამ ნავთობის კოორდინაციის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა მოიწვია, რათა განიხილოს უნგრეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის მილსადენ „დრუჟბის“ გამო წარმოქმნილი უთანხმოება.

შეხვედრა 25 თებერვალს უნგრეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის მონაწილეობით გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend