ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული შედეგები და ალცჰაიმერის განვითარება ერთმანეთთან დაკავშირებულია – ასეთია ემორის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული 18-წლიანი კვლევით მიღებული მონაცემები.
შედეგები გავლენიან ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც კვლევის ავტორებმა აშშ-ში შეისწავლეს 65 წელს გადაცილებული 27 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია, საიდანაც 3 მილიონამდე ალცჰაიმერით იყო დაავადებული.
ისინი იმ ქალაქებიდან იყვნენ შერჩეული, სადაც ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად რთული მდგომარეობაა. საბოლოოდ დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებების, ელექტროსადგურების, სამრეწველო საქმიანობის, ტყის ხანძრებისა და ნამწვის შედეგად გამოყოფილი, ჰაერში არსებული, თვალით უხილავი მიკროსკოპული, თუმცა მყარი ნაწილაკები აღწევს ფილტვებსა და გულსისძარღვთა სისტემაში.
კვლევის ავტორების თანახმად, ჰაერის დაბინძურების გრძელვადიან ეფექტს შეუძლია არაერთი ქრონიკული დაავადების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის ინსულტის, ჰიპერტონიისა და ფსიქიკური აშლილობის, რაც საბოლოოდ ალცჰაიმერით დაავადების რისკებს მაქსიმუმამდე ზრდის.
ამასთან, ამ დაავადების განვითარების მაჩვენებლი გაცილებით მაღალი იყო ინსულტგადატანილ პირებს შორის.
რედინგის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, რომელიც ამ სამეცნიერო ნაშრომის ავტორთა შორის არის, კვლევისას არსებობდა გარკვეული შეზღუდვები.
კერძოდ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლეს მხოლოდ ღია სივრცეში, მავნე ტოქსინების გამომწვევი წყაროებიდან შორს, არა კონკრეტული მისამართების, არამედ საფოსტო ინდექსების მიხედვით, თუმცა ამას არსებითი გავლენა საბოლოო შედეგზე არ მოუხდენია.
მანვე დასძინა, რომ მთლიანობაში, კვლევამ ცხადჰყო, რომ ჰაერი, რომლითაც ადამიანები წლების განმავლობაში სუნთქავენ, ტვინის დაბერების პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 55 მილიონამდე ადამიანი ალცჰაიმერით არის დაავადებული. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს.
დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზის შესაკავებლად, ექსპერტები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების მინიმუმდე დასაყვანად და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.
ამ მხრივ, მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფომ მიზნად დაისახა, 2030 წლისთვის მიაღწიოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის გარკვეულ რაოდენობამდე შემცირებას.
მაგალითად, ევროკავშირმა ამ პრობლემასთან საბრძოლველად კონკრეტული სამუშაოების გატარება, მათ შორის საწვავის მაღალი სტანდარტების დაწესება, ავტოპარკის პერიოდული განახლება, გადამუშავებად ენერგიაზე გადასვლა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ერთიანი საგზაო რუკის“ მიხედვით, მიზნად დასახულია, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა 2040 წლამდე 50%-ით შემცირდეს.

