მთავარიგადაცემებიGrand Voyagerმოგზაურობა შრი-ლანკაზე

მოგზაურობა შრი-ლანკაზე

წმინდა სამლოცველოები, ისტორიული ციხესიმაგრეები, ჩაით ამწვანებული გორაკები და ოქროსფერი პლაჟები – ამ ყველაფერს ნახავთ შრი-ლანკაზე, სადაც ევრონიუსის წამყვანმა ლილი დაუსმა იმოგზაურა.

ამ ეპიზოდში ლილი დაუსმა შრი-ლანკაზე იმოგზაურა, რომელიც კონტრასტების ქვეყანაა, სადაც ერთამნეთს ავსებს ზღვის სანაპიროს სილამაზე და მაღალი მთების თავლწარმტაცი პეიზაჟები. პირველ რიგში ლილიმ მოინხულა ძველთაძველი ბუდისტური კლდის ტაძარი იატაგალა რაჯა მაჰა ვიჰარაია (Yatagala Raja Maha Viharaya), რომელიც მთებში მდებარეობს. ამ სალოცავში ლილიმ იგრძნო, რომ რწმენა და მდუმარე თავდადება დღესაც განსაზღვრავს  შრი-ლანკის სულს.

ამის შემდეგ ლილი ესტუმრა გალეს ციხექალაქს, სადაც შეხვდა ადგილობრივი ბიზნესის მესაკუთრეს ემილის, რომელიც დაეხმარა, რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ამ ძეგლის ნახვისას კოლონიალისტური ეპოქის სული ეგრძნო. ლილი და მისი გიდი ტუკტუკით მივიდნენ ტრადციულ საამქროში, სადაც ლილი ძვირფასი ქვების სამყაროს და მათი დამუშავების  ოსტატობას ეზიარა, რომლითაც  შრი-ლანკა განთქმულია.

სანაპირო ზოლში ლილიმ სერფინგშიც სცადა ბედი და გარკვეული ინსტრუქციებიც მიიღო ადგილობრივი ექსპერტისგან. სერფინგის შემდეგ კი შრი-ლანკის სამზარეულოს გაეცნო რესტორან Mom’s Kitchen-ში, რომელიც ადგილობრივი მზარეულობის სკოლაც არის.

მოგზაურობა გაგრძელდა მაღალმთიან რეგიონში მდებარე ქალაქ ელაში. ლილიმ კვადროციკლით გაიარა ულამაზესი ზურმუხტისფერი ჩაის პლანტაციებით მოფენილი ფერდობები გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით. მოგზაურობის ბოლოს ლილიმ ჩაის კრეფაც სცადა და შემდეგ Halpewatte-ის ჩაის ფაბრიკაში რამდენიმე სახეობის ჩაიც გასინჯა – ეს კი შრი-ლანკაზე მიღებული ძლიერი შთავეჭდილებების შესანიშნავი დასასრული გამოდგა.

ავტორი: ლილი დაუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend