მთავარიევროპაუკრაინაჟენევაში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო

ჟენევაში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო

ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო. რუსეთის დელეგაცია ადგილზე უკვე შენიშნეს.

მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებების მორიგი, ორდღიანი რაუნდი სამშაბათს დაიწყო – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე.

თუმცა, მოლაპარაკებების წინ პროგნოზები შედეგებზე ნაკლებად ოპტიმისტური იყო, რადგან არც ერთი მხარე არ ჩანს მზად ძირითადი ტერიტორიული საკითხებისა და მომავალი უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პოზიციების შეცვლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერტებულმა შტატებმა შეთანხმების მიღწევისთვის ბოლო ვადად ივნისი გამოაცხადა.

რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. სწორედ მედინსკი ედგა სათავეში მოსკოვის დელეგაციას მაშინაც, როცა 2022 წლის მარტში სტამბოლში მხარეებს შორის პირველი პირაპირი მოლაპარაკებები გაიმართა.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს თეირანის წარმომადგენლებსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend