მთავარიმსოფლიოგარდაიცვალა ჯესი ჯექსონი

გარდაიცვალა ჯესი ჯექსონი

ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის თანამებრძოლი და ამერიკის შეერთებული შტატების ორგზის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაცვალა.

„მისმა ურყევმა ერთგულებამ სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისადმი ხელი შეუწყო თავისუფლებისა და ღირსებისთვის გლობალური მოძრაობის ჩამოყალიბებას“ –  ნათქვამია მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მას 2017 წელს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, გასული წლის ნოემბერში კი, პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის იშვიათი დაავადების მიუხედავად, რომელიც მოძრაობასა და მეტყველებას ართულებდა, ჯექსონი რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა „Black Lives Matter“-ის ეპოქაშიც.

ჯექსონი აქტიური იყო საერთაშორისო ასპარეზზეც.

„გენერალური მდივანი ძალიან დაამწუხრა ცნობამ, ჯესი ჯექსონის გარდაცვალების შესახებ – ადმიანის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის გიგანტი, და მსოფლიოში ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობის ჩემპიონი იყო მრავალი წლის განმავლობაში.

მან თავისი ძლიერი ხმა გაეროს საქმიანობასაც მიუძღვნა რასიზმისა და აპარტეიდის წინააღმდეგ. მიუძღვნა ადამიანის უფლებების დაცვას. იგი მონაწილეობდა არაერთ ღონისძიებაში, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში ჩატარდა.

გენერალური მდივანი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს”, – განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

2000 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ჯესი ჯექსონს ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო – თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend