გაერო გმობს ისრაელის ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
15 თებერვალს ისრაელმა განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე განაახლებს მიწის რეგისტრაციის პროცესს, რათა ყველამ, ვისაც მიწაზე პრეტენზია აქვს, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინოს. უფლებადაცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა პალესტინელებს ჩამოართვას და ისრაელის სახელმწიფოს კოტროლქვეშ მოაქციოს ის მიწები, რომლებზეც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ამუშავებდნენ.
გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ამასთან ეს უკანონო ქმედებაცაა.
„გენერალური მდივანი გმობს ისრაელის მთავრობის მიერ 15 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს C ზონაში განაახლოს მიწის რეგისტრაციის პროცესი. ეს ნაბიჯი ისრაელის კაბინეტის მიერ გასული წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. პალესტინელებს შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ. ასევე არსებობს ამ ტერიტორიაზე ისრაელის კონტროლის გავრცელების საფრთხე. ასეთი ზომები, მათ შორის ისრაელის პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა, არა მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, არამედ, როგორც საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნა, უკანონოცაა. ის მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს ზომები. სასამართლო კვლავ აფრთხილებს მას, რომ ადგილზე არსებული ვითარება ძირს უთხრის ორი სახელმწიფოს პრინციპის პერსპექტივას“, – ამბობს გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი, დტეფან დუჟარიკი.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ზომები პალესტინის ხელისუფლების მიერ მიწის რეგისტრაციის მცდელობების საპასუხოდ გადაიდგა იმ ტერიტორიებზე, სადაც ისრაელი სამოქალაქო და სამხედრო კონტროლს ინარჩუნებს. სტეფან დუჟარიკმა დახმარების შეფერხებებზეც ისაუბრა.
„ჰუმანიტარული ოპერაციებისას კვლავ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები იქმნება. იორდანიიდან ტვირთის შემოტანა შეზღუდულია მარშრუტით, რომელიც მოითხოვს ტვირთის დაცლისა და ხელმეორედ შევსებისთვის საჭირო მრავალ პუნქტს. ეგვიპტიდან, ქერემ-შალომისა და ქერემ აბუ სალემის გადასასვლელიდან ტვირთის დაბრუნების მაჩვენებელი მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ 4-იდან 10 თებერვლამდე სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესდა იმით, რომ ეგვიპტიდან ტვირთის 60%-ზე ნაკლების გადმოტვირთვა ამ გადასასვლელ პუნქტზე იყო შესაძლებელი“, – ამბობს გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი, დტეფან დუჟარიკი.
პალესტინელები წლების განმავლობაში სდებდნენ ისრაელს ბრალს, რომ ის სხვადასხვა გზით, მათ შორის ძალადობით, ცდილობდა მათ ამ მიწებიდან განდევნას.
ისრაელის გადაწყვეტილებებს გმობენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის პროცესში ჩართული ქვეყნები და ტრამპის მშვიდობის საბჭო.

