ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, ოფიციალურად დაიწყო კარნავალი. ერთწლიანი მზადების შემდეგ სამბის წამყვანი სკოლების მოსწავლეები სამბადრომზე გამოვიდნენ. მათ ათასობით მაყურებლის წინაშე სხვადასხვა წარმოდგენა გამართეს.
ერთ-ერთი წარმოდგენა ეძღვნებოდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას, თუ როგორ დააღწია თავი მან სიღარიბეს და როგორ იქცა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად. სწორედ ამ თემამ გამოიწვია სამართლებრივი დავა და მწვავე რეაქცია მემარჯვენე პოლიტიკოსების მხრიდან. კრიტიკოსების თქმით, წარმოდგენა შესაძლოა ნაადრევ საარჩევნო აგიტაციად ჩაითვალოს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ, რითაც ირღვევა საარჩევნო წესები.
სამბის სკოლების სპეციალური ჯგუფების წარმოდგენები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველდღე მაყურებლის წინაშე ოთხი სკოლა წარდგება. რიოს სამბადრომი კარნავალის მთავარი სცენაა 1980-იანი წლებიდან და ის ბრაზილიური კარნავალის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება.

