მთავარიაზიაღაზაისრაელმა ღაზის სექტორზე იერიშები მიიტანა

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიშები მიიტანა

15 თებერვალს ღაზის სექტორის შიფას საავადმყოფოში ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა ცხედრები მიასვენეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ისრაელელთა მიერ გახსნილ ცეცხლს 10 პალესტინელი ემსხვერპლა.

ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს, დრონის დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. შიფას საავადმყოფოში ერთ-ერთ გარდაცვლილს შუბლზე თავსაბურავი ეკეთა,  რაც იმას ნიშნავს,  რომ იგი მებრძოლი იყო.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში იერიშები ე.წ. ყვითელი ხაზის მახლობლად ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის საპასუხოდ მიიტანეს. მათი თქმით, შეიარაღებული მებრძოლები ნანგრევებში მიმალვასა და ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ნასერის საავადმყოფოს ცნობით, 10 დაღუპულიდან  ხუთი მამაკაცია, ყველა 20 წლის. ისინი ხან-იუნისის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ  საფრთხის თავიდან ასაცილებლად იერიშებს მიიტანენ ნებისმიერზე,  ვინც ე.წ. ყვითელ ხაზს მიაუხლოვდება.

შეერთებული შტატების შუამოვლობით, გასული წლის ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიზნად ისახავდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, ისრაელი თითქმის ყოველდღიურად ხსნის ცეცხლს.

სამხედროების მიერ კონტროლირებად ზონებთან ახლოს ისრაელელებმა არაერთხელ მიიტანეს საჰაერო იერიშები, რომლებსაც,  როგორც ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, 601 პალესტინელი ემსხვერპლა.

სამინისტრო, რომელიც „ჰამასის“ მოქმედი მთავრობის ნაწილია, აღრიცხავს  დაღუპულთა რაოდენობას. ამ მონაცემებს გაეროს სააგენტოები და დამოუკიდებელი ექსპერტები სანდო ინფორმაციად მიიჩნევენ.

თუმცა ამ მონაცემებში არ არის აღნიშნული, დაღუპულთაგან რამდენია  მშვიდობიანი მოქალაქე ან მებრძოლი.

„ჰამასის“ მებრძოლები დროგამოშვებით თავს ესხმიან ისრაელელ სამხედროებს,  ისრაელი აცხადებს, რომ მისი დარტყმები ამ და სხვა პირობების დარღვევის პასუხია.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend