მთავარიკულტურამოდის სახლმა კაროლინა ჰერერამ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა

მოდის სახლმა კაროლინა ჰერერამ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა

მოდის სახლის „კაროლინა ჰერერას“ კრეატიული დირექტორი უეს გორდონი ამბობს, რომ ნიუ-იორკში გამართული 2026 წლის შემოდგომის კოლექციის შექმნის დროს შთაგონება ხელოვნებაში მოღვაწე ქალებისგან მიიღო.

დიზაინერის თქმით, კოლექცია ეძღვნება მხატვრებს, მოქანდაკეებს, ფოტოგრაფებს, ასევე კოლექციონერებს, კურატორებსა და გალერეების მფლობელ ქალებს — ქალებს, რომლებიც შემოქმედებით და თვითგამოხატვით სავსე ცხოვრებას ეწევიან.

კოლექციის გამაერთიანებელ ხაზად ყვავილები იქცა — როგორც პრინტების, ისე აპლიკაციების სახით.

უეს გორდონის თქმით, ამ სეზონზე მთავარი შთაგონება კალას შროშანი იყო. მისი არქიტექტურული ფორმა და მინიმალიზმი დიზაინერისთვის თანამედროვე და ნიუ-იორკული ესთეტიკის სიმბოლოა.

„დიახ, ეს კოლექცია ხელოვან ქალებს ეძღვნება — მხატვრებს, მოქანდაკეებს, ფოტოგრაფებს, მაგრამ ასევე კოლექციონერებს, კურატორებსა და გალერეების მფლობელებს — ყველა იმ ქალს, რომლებიც შემოქმედებით და თვითგამოხატვით სავსე ცხოვრებას ეწევიან.

მე ყველა სეზონზე მიყვარს ყვავილები და ყოველთვის ერთ კონკრეტულზე ვამახვილებ ყურადღებას. გასულ სეზონზე, როცა კოლექცია მადრიდში ვაჩვენეთ, ეს მიხაკი იყო. ამ სეზონზე კი კალას შროშანი ავირჩიე. მისი ფორმა და მინიმალიზმი ძალიან თანამედროვე და ნიუ-იორკული მეჩვენა“, — განაცხადა მოდის სახლის „კაროლინა ჰერერას“ კრეატიულმა დირექტორმა.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება „კაროლინა ჰერერას“ მოდის სამყაროში ერთგვარი დაბრუნება გახდა. გასულ შემოდგომაზე ბრენდმა ნიუ-იორკის მოდის კვირეული გამოტოვა და 2026 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია მადრიდში წარადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend