მთავარიამერიკაპუერტო-რიკოპუერტო რიკოში აბორტები იკრძალება - ახალ კანონს პროტესტი მოჰყვა

პუერტო რიკოში აბორტები იკრძალება – ახალ კანონს პროტესტი მოჰყვა

პუერტო რიკოს გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ნაყოფის ადამიანად აღიარების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ექიმები და იურისტები შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის კარიბის ზღვის ტერიტორიისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს.

რეპროდუქციული უფლებების მხარდამჭერები სან-ხუანში, მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა სენატის 923-ე კანონპროექტის წინააღმდეგ გამოეხატათ თავიანთი პროტესტი.

„აბორტი პრობლემა არ არის. ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს მორალს, არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას და, რა თქმა უნდა, არც ჩვენს კონსტიტუციას. გადაწყვეტილების მიღება ჩვენი უფლებაა. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან სასწორზე თავად სიცოცხლე დევს. სასწორზე დევს ის, თუ ჩვენ თავად გადავწყვიტოთ, როდის გავხდეთ მამა ან დედა, მით უმეტეს მაშინ, თუ სამედიცინო პრობლემა იჩენს თავს. ამიტომ ბრძოლას გავაგრძელებთ“, — აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა „Movimiento Victoria Ciudadana“-ს გენერალური კოორდინატორი ევა პრადო.

ახალი კანონის ამოქმედებით აბორტების კრიმინალიზაცია მოხდება. ექიმები შიშობენ, რომ გართულებული ორსულობის მქონე ქალებს, სავარაუდოდ, კერძო კლინიკების ექიმები უარს ეტყვიან აბორტის ჩატარებაზე, რაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend