უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი, ვიქტორ ორბანსა და მის მმართველ პარტია „ფიდესს“ მის წინააღმდეგ შანტაჟის კამპანიის მომზადებაში ადანაშაულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება სათვალთვალო აღჭურვილობით გადაღებულ სექსუალური შინაარსის ვიდეოს, რომლის გამოქვეყნებასაც, მადიარის ვარაუდით, მმართველი პარტია გეგმავს.
მისი განცხადებით, ჟურნალისტებს გაუგზავნეს საძინებლის ფოტო, წარწერით “მალე”, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი გამოქვეყნება გარდაუვალია.
„ფიდესის“ წარმომადგენლები უარყოფენ ფოტოს გავრცელებაში რაიმე კავშირს. უნგრეთის კანონმდებლობის თანახმად, სექსუალური ხასიათის სურათების გამოქვეყნება თანხმობის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია.
აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა სულ უფრო მეტად იზრდება. აქტივისტებს თავსაც ესხმიან. ამავე დროს უკვე გავრცელდა კანდიდატების წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექნილი ვიდეოები,
წინასწარი გამოკითხვებით, მადიარის „ტისას“ პარტია ჯერჯერობით უსწრებს ორბანის „ფიდესის“ პარტიას. მადიარმა პარტია „ტისა“ მთავრობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ შექმნა. ინციდენტს, რომელიც ბავშვებზე ძალადობას ეხებოდა, მაღალი თანამდებობის ორი პირის გადადგომაც მოჰყვა.
სკანდალმა ორბანის ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია და შექმნა შესაძლებლობა, რომელიც მადიარმა თავისი პარტიის სწრაფად ჩამოსაყალიბებლად გამოიყენა. ამით კი „ფიდესს“ წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა შეუქმნა.

