მთავარიმსოფლიოNATO„Arctic Sentry” - ნატოს ახალი კამპანია ჩრდილოეთში

„Arctic Sentry” – ნატოს ახალი კამპანია ჩრდილოეთში

ნატო ახალ სამხედრო ინიციატივას იწყებს სახელწოდებით „Arctic Sentry“, იგივე „არქტიკის მცველი“, რომელიც მიზნად ჩრდილოეთის რეგიონებში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. ეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის — გრენლანდიის — ძალის გზით მიღებით იმუქრებოდა, რითიც ალიანსში კრიზისი შექმნა.

„ჩვენი უმრავლესობა ევროპაში, აშშ-სა თუ კანადაში, თანხმდება იმაზე, რომ ერთად დგომა დიდი ღირებულებაა. ეს იმიტომ, რომ ნატო არსებობს არა მხოლოდ ევროპისა და კანადის დასაცავად, არამედ აშშ-ის დასაცავადაც. იმისათვის, რომ დარჩნენ უსაფრთხოდ და წინ იარონ, მათ სჭირდებათ უსაფრთხო არქტიკა, სჭირდებათ დაცული ევროპა და დაცული ატლანტიკა. უსაფრთხოებისთვის კი ჩვენ, ევროპელებს, გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ტრანსატლანტიკურ სივრცეში“, — აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

ნატოს ერთ-ერთმა უმაღლესმა სამხედრო ოფიცერმა უარყო დაშვება, რომ „არქტიკის მცველი“ უკვე არსებული წვრთნების რებრენდინგია დონალდ ტრამპის დასამშვიდებლად. თავდაპირველად „არქტიკის მცველი“ ნატოს ლეიბლის ქვეშ მოქმედ ეროვნულ სამხედრო წვრთნებს მოემსახურება რეგიონში და არ გულისხმობს ნატოს დროშის ქვეშ ჯარების მუდმივ ან გრძელვადიან განთავსებას.

„ნათელია, რომ ევროპული სახელმწიფოები ნატოს ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ ევროკავშირში ასევე გვაქვს ჩვენი ახალი არქტიკული სტრატეგია. განსხვავება იმაშია, რომ წინა სტრატეგიაში ვეხებოდით კლიმატურ საკითხებს, კვლევებს, მეთევზეობას, გარემოს, მაგრამ არა უსაფრთხოებას. ამჟამად კი ამ საკითხში ჩავდებთ ძალისხმევას. მე ახლახან ვიყავი არქტიკაში და ვთვლი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყურადღებით დავრჩეთ“, — თქვა ევროპის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

„მოხარული ვარ, რომ ვიხილეთ „არქტიკის მცველი“, რაც ახლა ნატოს ქოლგის ქვეშ განხორციელდება. ეს კარგი ნიშანია და ნატოს ამ მხრივ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. დანიაშიც უკვე მრავალი თვეა ვამბობთ, რომ ერთად მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკაში და შედეგი ნატოსგან უკვე ვიხილეთ“, — აღნიშნავს დანიის თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენი.

„ფინეთის პერსპექტივიდან გეტყვით, რომ ჩვენ სრულად არქტიკული ქვეყანა ვართ და ჩვენი შეიარაღებული ძალებიც სრულად არქტიკულ გარემოზეა მორგებული. ასე რომ, მოხარულები ვართ, რომ ნატო და თავად ევროკავშირი მეტ ყურადღებას უთმობენ ამ რეგიონს. ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ ამას დრო დასჭირდება — ეს არ არის მარტივი საქმე, რადგან არქტიკის შესაძლებლობები და ოპერაციული გარემო სამხრეთ ევროპისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გვახარებს ეს ინიციატივა და ევროკავშირის განცხადებები, რომ არქტიკა იქნება ერთ-ერთი საყურადღებო არეალი, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი“, — აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტტი ჰაკკანენმა.

ევროპელ მოკავშირეებს იმედი აქვთ, რომ ინიციატივა, ისევე როგორც დანიასთან და გრენლანდიასთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე მოლაპარაკებები, ნატოს საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს გრენლანდიის ირგვლივ არსებული დავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend