მთავარიამერიკაკოლუმბიაძლიერმა წვიმებმა კოლუმბიის ჩრდილოეთში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია

ძლიერმა წვიმებმა კოლუმბიის ჩრდილოეთში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია

მიმდინარე კვირაში, კოლუმბიის ჩრდილოეთ რეგიონებში კვლავ ებრძვიან წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა და ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიამ უკვე 70 000-ზე მეტი ოჯახი დააზარალა.

კორდობას დეპარტამენტის ადმინისტრაციულ დედაქალაქ მონტერიადან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წყალი ზოგიერთ სახლს თითქმის ნახევრამდე ფარავს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მუხლებამდე წყალში უწევს გადაადგილება.

ელ დორადოს უბნის მცხოვრებლები ცდილობენ გადაარჩინონ საკუთარი ნივთები. მდინარე სინუმ მათი  საცხოვრებელი მიდამო, სრულად დატბორა.

„მდგომარეობა ყველა მხრივ კრიტიკულია. დაკარგული და დაღუპულია ცხოველები. ადამიანები ცდილობენ თავიანთი სახლებიდან გადაარჩინონ ის ნივთები, რაც ჯერ კიდევ დარჩათ. ეს არის ტრაგედია, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. ვფიქრობ, მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი დარჩება. წყალი კვლავ გვიტევს, ამ ხეობაში გროვდება და აქ დარჩება მანამდე, სანამ მთლიანად არ გაივლის სადრენაჟო სისტემას. თუმცა, სანამ წყალი ისევ მოედინება და გასავალს ვერ პოულობს, ის აქვე დარჩება. დახმარება გვჭირდება,“- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ხოსე კადისი.

ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიისა და გარემოს კვლევების ინსტიტუტმა გასულ კვირას გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კოლუმბიის კარიბის რეგიონში ახალი ცივი ნაკადი შედიოდა, რაც ინტენსიურ ნალექს, ძლიერ ქარებსა და წყალდიდობებს გამოიწვევდა. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორდობას, ანტიოკიის, სუკრეს, ბოლივარის, სანტანდერის, მაგდალენისა და ჩოკოს დეპარტამენტებში. უწყების ინფორმაციით, დამატებით კიდევ 11 ტონა საკვები და ვეტერინარული დანიშნულების მარაგი გაიგზავნება  რათა დახმარება გაეწიოთ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ცხოველებს – მათ შორის ძაღლებს, კატებს, ღორებს, ფრინველებს, ძროხებსა და ცხენებს. ადამიანთა უმეტესობა კი უსაფრთხო თავშესაფრებშია გადაყვანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend