მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში წინასაარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში გადადის

უნგრეთში წინასაარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში გადადის

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ანტი-უკრაინული რეტორიკა გააძლიერა. მისი მთავარი ოპონენტი პეტერ მაგიარი კი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში კორუფციასთან ბრძოლას დაიწყებს და დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას გადასახადებს შეუმცირებს.

უნგრეთში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებს მნინელოვანი გავლენა ექნება არა მხოლოდ უნგრეთის მომავლზე, არამედ რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებზეც.

ბუდაპეშტი მსოფლიოს ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკთხის გამო იქცევს: ის ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული სისტემური კორუფციისთვის, ხოლო უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრების საკითხში ბუდაპეშტი ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ძალაა. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შედეგეგად უნგრეთი, რომელიც გასული 15 წლის განმავლობაში ევროკავშირში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, შეიძლება ევროკავშირში კონსტრუქციულ პარტნიორად გადაიქცეს.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილსაა ჩანიშნული, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში შევიდა. პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესი, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პეტერ მაგიარის პარტია „ტისას” ლიდერობს.

ამ ფონზე ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ წინასაარჩევნოდ ანტიუკრაინული კამპანია გააქტიურეს, სადაც კიევს უნგრეთის „მტრად“ წარმოაჩენენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დიდწილად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რომელიც გასულ კვირას ორბანს მიემხრო. ვიქტორ ორბანი თებერვლის ბოლოს ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს ვაშინგტონში, სადაც დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს ბოლო 6 თვის განმავლობაში მეორედ დაესწრება. უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელიც დონალდ ტრამპის საბჭოს შეუერთა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა მშვიდობის საბჭოს გაეროს წესდებასთან შეუთავსებლად მიიჩნევს და მასში მონაწილეობას არ აპირებს. ამ ყველაფრის პასუხად კი დონალდ ტრამპმა, უნგრეთს ნება დართო რუსული ენერგიის იმპორტი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს. დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკის გამო შეაქო კიდევ და „დიდებულ ლიდერად“,  პატრიოტად და კარგ მეგობარად მოიხსენია.

ევროკავშირთან ურთიერთობების გამოსწორებას გეგმას ვიქტორ ორბანის მთავარი კონკურენტი პეტერ მაგიარი, რომელმაც წინასაარჩევნოდ 240 გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სახელწოდებით „ფუნქციონალური და ჰუმანური უნგრეთის საფუძვლები“, დეტალურად აღწერს პარტიის გეგმებს: იმას თუ როგორ უნდა გადარჩეს უნგრეთი, რომელიც ოპოზიციის თქმით ვიქტორ ორბანმა, მისმა ოჯახმა და მთავრობასთან დაახლოებულმა ბიზნეს ელიტამ გაიტაცა. დოკუმენტი დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებაზე საუბრობს, ხოლო იმ უნგრელებისთვის, რომელთა ქონება 1 მილიარდ ფორინტზე, ანუ 2.6 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს, სიმდიდრის გადასახადის დაწესებას გეგმავს.

არჩევმებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია „ტისას“ ლიდერი ამბობს, რომ უნგერთს იმ მილიონობით ევროს დაუბრუნებს, რომელიც ამჟამად ევროკავშირს აქვს გაყინული უნგრეთის მთავრობასთან კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო. მანიფესტში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთი მზად უნდა იყოს ევროზონაში გაწევრიანდეს, რასაც ვიქტორ ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მისი თქმით, ევროზე გადასვლა ქვეყნის სუვერენიტეტს და კონკურენტუნარიანობას დაასუსტებს.

პროევროპული პოლიტიკის მიუხედავად, როდესაც საქმე რუსული ენეგეტიკის მიღებას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას ეხება, პარტია „ტისას” პოზიცია მოქმედი ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა. მანიფესტის მიხედვით, უნგრეთში რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტა მხოლოდ 2035 წელს იეგემება, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ ვადას რვა წლით ცდება. მანიფესტში ასევე მითითებულია, რომ „ტისა” ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ „დაჩქარებულ პროცესს“.

მიუხედავად იმისა, რომ პეტერ მაგიარი ბრიუსელთან თავს ორბანზე ნაკლებ რადიკალ და მეტად კონსტრუქციულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს, მას ევროკავშირთან ზედმატად დაახლოება არ სურს, რადგან უფრთხის ამომრჩევლის დაკარგვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend