მთავარიკულტურაკულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა...

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ “ქარიშხლიანი უღელტეხილი“ კინოთეატრებში, ანიმაციური სტუდიის – Aardman Animations-ის ბიზნესის დაწყების 50 წლის იუბილე და ბერლინალეს (ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი) გახსნა – აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირა.

ემილი ბრონტეს გოთიკური რომანის „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ემერალდ ფენელის ეკრანიზაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფილმის  ეკრანებზე გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი ტრეილერის გასვლის შემდეგ ამ პერიოდის ფილმების მოყვარულები დარდობდნენ, რომ ფილმის გმირების კოსტიუმები ანაქრონისტულია, ხოლო „მსახიობთა დასი შეუსაბამო“. თუმცა ფაქტია, რომ ეს ფილმი კარგად გადმოსცემს იმ ეპოქის სულს შარლოტ ემა ეიჩისონის (რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Charli XCX-ი) მიერ დაწერილი საუნდტრეკის ფონზე. ერთი სიტყვით, მოგწონთ თუ არა, ფილმ „ქარიშხლიანი უღელტეხლის“ ახალი ვერსია მალე ყველგან გავა.

მიმდინარე კვირის რეკომენდაციები ასეთია:

გამოფენები

12 თებერვალს გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით „აარდმანის შიგნით: უოლესი და გრომიტი და მეგობრები“ (Inside Aardman: Wallace & Gromit and Friends).

უკვე 50 წელი გავიდა მას შემდგე, რაც ქალაქ ბრისტოლში მოქმედმა ანიმაციურმა სტუდია Aardman-მა თავისი შესანიშნავი ანიმაციური ფილმების შექმნა დაიწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით ის 12 თებერვალს მართავს გამოფენას ლონდონის „ბავშვობის მუზეუმის“ (Young V&A) საგამოფენო სივრცეში. გამოფენა, სახელწოდებით  „აარდმანის შიგნით: უოლესი და გრომიტი და მეგობრები“ (Inside Aardman: Wallace & Gromit and Friends), სადაც პატარებს თავიანთი საყვარელი მულტფილმების გმირები დახვდებათ, ერთანირად მოეწონებათ ბავშვებსაც და დიდებსაც.

კიდევ ერთი საინტერესო გამოფენა, რომელიც ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს, 25 მაისამდე გასტანს

ამსტერდამის რეიკსმუზეუმში (ნიდერლანდების ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი –  Rijksmuseum). ოვიდიუსის „მეტამორფოზები“ ალბათ დასავლური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ნაწარმოებია სამყაროს შესაქმის, ადამიანის განცდებისა და რწმენის შესახებ, რომელმაც ძლიერი გავლენა იქონია ევროპის ისეთ გენიალურ შემოქმედებზე, როგორებიც იყვნენ: შექსპირი, მოცარტი თუ პეტერ პაულ რუბენსი. „მეტამორფოზების“ თემაზე შექმნილია ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის მსოფლიო შედევრები. რეიკსმუზეუმი  სწორედ ამ გენიალური ნაწარმოებით შთაგონებულ 80 შედევრს სთავაზობს მნახველებს.

სემიჰა ბერქსოის მრავალმხრივი ბუნების ამსახველი 200 ნამუშევრის რეტროსპექტივა,  სახელწოდებით „ყველა ფერის არია“  (The Aria of All Colors) წარმოდგენილი იქნება  სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში 6 სექტემბრამდე.

სემიჰა იყო ოპერის პირველი თურქი  მომღერალი ქალი, გამოჩენილი ხელოვანი და პოეტი. გამოფენაზე ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მისი ადრეული პერიოდის გრაფიკით სემიჰას ცნობილი ავტოპორტრეტების ჩათვლით.

დანიაში ლუიზიანის თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმი გთავაზობთ  ჟან-მიშელ ბასკიას გამოფენას, სახელწოდებით „ბასკია – თავნება“ (‘Basquiat – Headstrong’). გამოფენაზე, რომელიც 12 მაისამდე გაგრძელდება, სრულად იქნება წარმოდგენილი ბასკიას ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები.

ღონისძიებები

კინოფესტივალების სეზონი სრული სვლით მიდის. სრულდება  ამერიკული ეროვნული კინოფესტივალი Sundance-ი და სულ მალე 12 თებერვალს გაიხსნება ევროპის პრესტიჟული ბერლინალე, რომელიც 16 თებერვალს დასრულდება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Berlinale (@berlinale)

 

ბერლინალეზე წარდგენილ ფილმებს შორის არის  Charli XCX-ის ნამუშევარი, ულრიკე ოტინგერის გოთური საშინელებათა ჟანრის ფილმი The Blood Countess (Die Blutgräfin) და ფილმი At the Sea, რომელშიც მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს. ბერლინალეზე წარდგენილი ფილმების სრული სიის ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: full programme here.

ფილმები

13 თებერვალს ევროპის კინოეკრანებზე გამოვა ისტორიული დრამა „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, რომელიც 2026 წლის პირველი დიდი კინემატოგრაფიული მოვლენაა. მთავარ როლებში იხილავთ ჯეიკობ ელორდისა და მარგო რობის, ხოლო მუსიკა ფილმისთვის შექმნა Charli xcx-მა.

13 თებერვალს ასევე იგეგმება ბრიტანული საშინელებათა ფილმის Whistle-ის პრემიერა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კინოთეატრებში. ფილმი სულ მალე ევროპაშიც გამოჩნდება.

სატელევიზიო სერიალები

Netflix-ზე 12 თებერვლიდან დაიწყება სერიალი „How to Get to Heaven from Belfast“, რომლის სიუჟეტიც 30 წელს გადაცილებული  სამი ქალის ირგვლივ ტრიალებს და ზრდასრული ადამინების პირად ურთიერთოებს, ცოტა არ იყოს, შავი კომედიის ფონზე ავითარებს.

Disney+-ზე 10 თებერვლიდან ავსტრალიური დრამა „The Artful Dodger“  მეორე სეზონით ბრუნდება.

მუსიკა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 13 თებერვლიდან ყველგან იქნება ფილმი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, რაც ყოველგვარი ხუმრობის გარეშე პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ.  საქმე ისაა, რომ ამ ფილმის მუსიკა –  Charli xcx-ის რიგით მე-12 საუნდტრეკი და ამ კომპოზიტორის პირველი დიდი მუსიკალური პროექტია 2024 წლის შემდეგ, როდესაც მისი სიმღერების სტუდიური ალბომი Brat-ი გამოვიდა.

საავტორო სიმღერების ამერიკელი  შემსრულებელი ჯილ სკოტი 13 თებერვალს გამოუშვებს ალბომს, სახელწოდებით ‘To Whom This May Concern’, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი პირველი ალბომია.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend