მთავარიევროპაიტალიაპრემიერი ფრესკაზე

პრემიერი ფრესკაზე

სან ლორენცო ინ ლუჩინას უძველესმა ბაზილიკამ რომში ბოლო დღეებში ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ეს მას შემდეგ, რაც ფრესკაზე გამოსახული ქერუბიმი რესტავრაციის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ 2000 წელს ბრუნო ვალენტინეტის მიერ შექმნილი ფრესკა წვიმამ დააზიანა და 2023 წელს მისი რესტავრირება გახდა საჭირო, რაშიც ხატმწერი თავადვე ჩაერთო.  ვალენტინეტი  თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ქერუბიმს სწორედ ის სახე დაუბრუნა, რაც დაზიანებამდე ჰქონდა, თუმცა ამაში ბევრს შეეპარა ეჭვი. მოგვიანებით მან თქვა, რომ ხატვისას სახე მართლაც დაამსგავსა პრემიერისას, თუმცა არ უთქვამს რატომ. საქმე ვატიკანამდეც კი მივიდა, საიდანაც ფრესკისთვის ძველებური სახისა და ზეციური იერის დაბრუნება ბრძანეს. „საეკლესიო მხატვრობაში პოლიტიკოსების ადგილი არ არის“ – თქვა პაპის წარმომადგენელმა კარდინალმა.

“ჩემი აზრით, აჟიოტაჟი ზედმეტია.ნათელია, რომ  გაზეთებში გამოქვეყნებული რესტავრირებული ფოტო აშკარად ჰგავდა მელონის სახეს. რახან ამან სკანდალი გამოიწვია, სწორად მოიქცნენ, რომ გადაწყვიტეს მისი მოხსნა და საბოლოოდ მისი პირვანდელი სახის აღდგენა. თუმცა ვშიშობ, რომ მისი პირვანდელი სახე არავის ახსოვს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ კარავაჯო არ არის. თავად ეკლესიის მღვდელი საკითხს მშვიდად შეხვდა, ის პასუხისმგებელია მრევლი მესაზე შეკრიბოს. სხვა მხრივ კი აუცილებელია არსებობდეს წესები და კანონები,რომელსაც ყველა დაემორჩილება. ერთ-ერთი ასეთი წესია საავტორო უფლებების დაცვაც, მაგრამ ვინც ეს ფრესკა დახატა,მანვე აღადგინა ის. ამიტომ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა“- აღნიშნა ეკლესიის მღვდლის მეგობარმა,ფედერიკო ფალკოლინიმ.

„არა, ანგელოზი ნამდვილად არ ვარ“ – იუმორით გამოეხმაურა მომხდარს თავად ჯორჯა მელონი, რომელიც როგორც ჩანს არტისტის შთაგონებად იქცა, რახან მეხუთე საუკუნეში აგებულ ბაზილიკაში მისი სახე გამოსახა. საქმეში ჩაერთო მისი ოპოზიციაც, სადაც ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ხელოვნებისა და კულტურის პროპაგანდის იარაღად გამოყენება დაუშვებელია.

ამჟამად ფრესკას სახე წაშლილი აქვს, დარჩენილია მხოლოდ ანგელოზის ტანის გამოსახულება. კულტურის სამინისტრო კი საქმეზე გამოძიებას აწარმოებს, რათა წმინდა ლორენცოს ბაზილიკის ფრესკაზე ანგელოზის პირველსახე დაადგინონ. თავად უჩვეულო ამბავი საზოგადოებამდე იტალიურმა გამოცემამ „ლა რეპუბლიკამ“ მიიტანა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend