მთავარიევროპაგერმანიაბერლინში გაუარესებულმა ამინდმა ავიამიმოსვლა შეაფერხა

ბერლინში გაუარესებულმა ამინდმა ავიამიმოსვლა შეაფერხა

გაუარესებულმა ამინდმა ბერლინში ავიამიმოსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა.  ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში (BER)  რეისების ნაწილი გაუქმდა, ზოგი ფრენა კი დაგვიანებით შესრულდა.

გერმანიის მედიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი წვიმაა. წვიმის წყალი სწრაფად იყინება. ასეთ პირობებში არ არის დაცული უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ აეროპორტის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა ავიამიმოსვლა.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები. აეროპორტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარება ამინდზეა დამოკიდებული და ფრენები მხოლოდ მაშინ აღდგება სრულად, როცა ავიარეისებისთვის ფრენა უსაფრთხო გახდება.

მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია რეისების გაუქმება ან დაგვიანება. ისინი ურჩევენ მათ, აეროპორტში გამგზავრებამდე თავიანთ ავიაკომპანიებთან გადაამოწმონ ფრენების სტატუსი.

გერმანიაში სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ უამინდობა შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend