მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში 55 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში 55 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობამ 55,000-ს მიაღწია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ოფიციალურად ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა – იქნება ეს სამხედრო პერსონალი თუ მობილიზებული პირები – 55,000-ია. ასევე, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 46 000-ს აღემატებოდა.

ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში მან უპასუხა კითხვასაც, ეშინია თუ არა უკრაინას ომში დამარცხების.

„რა თქმა უნდა. თუ ამ ომს წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას უბრალოდ დავკარგავთ. მისი შენარჩუნება აქამდე შევძელით. და თუ დავკარგავთ, თუ რუსეთის ნაწილი გავხდებით, ეს სრულიად საზარელი დანაკარგი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადებები მაშინ გააკეთა, როცა მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით აბუ-დაბიში მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ზელენსკი მოკავშირეებს მოსკოვზე ზეწოლისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას, რათა მომავალში რუსეთის ხელახალი თავდასხმა აიცილოს თავიდან.

მოლაპარაკებების პარალელურად ომი გრძელდება – რუსეთის სამიზნე კვლავ უკრაინის ენერგეტიკული სექტორია.

Human Rights Watch-ის ცნობით, გასულ წელს უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლი 31%-ით გაიზარდა.

ომის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა თითქმის 15,000 მშვიდობიანი მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend