მთავარიევროპაგერმანიაფრიდრიხ მერცი საუდის არაბეთს სტუმრობს, შემდეგი გაჩერება დოჰა და ერ-რიადია

ფრიდრიხ მერცი საუდის არაბეთს სტუმრობს, შემდეგი გაჩერება დოჰა და ერ-რიადია

გერმანიის კანცლერი საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით ჩაფრინდა. ფრიდრიხ მერცს დედაქალაქ ერ-რიადში პატივით დახვდნენ, ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ევროპელმა სტუმარმა საუბარი გამართა სამეფო ტახტის მემკვიდრემ, მოჰამედ ბინ სალმანი იყო. ეს გერმანელი კანცლერის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ხდება, რა დროსაც ის საუდის არაბეთის გარდა, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში ჩასვლას გეგმავს. ამ შეხვედრებზე საკვანძო სიტყვა ენერგეტიკაა და ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, ეს პროტოკოლურ შეხვედრებზე მეტია.

გერმანია არაა გამონაკლისი და სხვა ევროპელების მსგავსად ისიც ახალი პარტნიორობის ძიებაშია ჩინეთსა თუ აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც, ვაშინგტონს  პრიორიტეტები შეეცვალა.

„მაშინ როდესაც მზარდია იმის ტენდენცია, რომ პოლიტიკას მთავარი ძალები განსაზღვრავენ,  ჩვენ ამგვარი პარტნიორობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. შესაძლოა ჩვენი პარტნიორებიდან ყველა არ იზიარებდეს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, მაგრამ ისინი იზიარებენ იმ ხედვას, რომ სამყაროში გვჭირდება იმგვარი წესრიგი, რომელშიც ჩვენ ვენდობით შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს და პატივს ვცემთ მათ. ამ ტურს სამი საფუძველი აქვს: გვსურს, ავაშენოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და ამ რეგიონში  მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა. გვსურს ერ-რიადთან სტრატეგიული დიალოგი გავაღრმაოთ, ეს უკვე შევძელით დოჰასა და აბუ-დაბისთან“,- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

კონტექსტი გაცილებით ფართოა, სპარსეთის ყურის ქვეყნებში გერმანელი კანცლერის ვიზიტს წინ უძღოდა ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ვიზიტები გასულ წელს, ვიზიტი ინდოეთში – გასულ თვეს. ეს გერმანიის უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, მოახდინოს გლობალური ალიანსების დივერსიფიცირება. ბერლინს არაბულ ქვეყანასთან უფრო ღრმა თანამშრომლობა ენერგეტიკის და შეიარაღების სექტორში სურს. ბერლინი შეიარაღების ექსპორტში შეზღუდვებს ნაწილობრივ ხსნის. გასულ კვირას გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ამისათვის საფუძველი უკვე მოამზადა.

ფედერალურ მთავრობას ახლა მეტი ინტერესი აქვს გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმართაც, რათა გერმანიის ენერგეტიკული საჭიროებები უზრუნველყოს. თავად ნავთობ-პროდუქტებით მდიდარ სპარსეთის ყურეში აღნიშნავენ, რომ გერმანელი ინვესტორებისთვის და გერმანიასთან პარტნიორობისთვის ღია არიან. ერ-რიადში ბერლინის მსგავსად დადებითად უყურებენ ერთმანეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოებითი ხასიათის სტრატეგიულ პარტნიორობას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:32

ომის 1457- ე დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend