მთავარიგადაცემებიGlobal Japanიაპონიის სასურსათო ტექნოლოგიური ინოვაციები გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას ემსახურება

იაპონიის სასურსათო ტექნოლოგიური ინოვაციები გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას ემსახურება

იაპონია ავითარებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომელთაც შეიძლება, რევოლუცია მოახდინონ სოფლის მეურნეობაში, რადგან ისინი ამცირებენ სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი მიწის ფართობს, მოსავლისთვის საჭირო წყლისა და მუშახელის რაოდენობას და ამით მცირე ფერმერებსაც უწყობენ ხელს.

კიოტოს პრეფექტურაში მდებარე ტექნოლოგიური ფერმა Techno Farm Keihanna მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ვერტიკალური ფერმაა, რომელიც დღეში 30 ათას თავ სალათის ფურცელს იღებს და ამას ძალიან მცირე რაოდენობით მუშახელი ახერხებს.

Tokyu Land Corporation-ის  მენეჯერის მოადგილე ტერაო ტასუკუს სჯერა, რომ როდესაც ავტომატიზებული ტექნოლოგიების ხარჯი შემცირდება, ის განვითარებად ქვეყნებშიც შევა.

კანაგავის პრეფექტურაში მოქმედი საწარმო Mebiol Inc.-ის ხელმძღვანელმა იოშიოკა ჰიროშიმ წარმოგვიდგინა ე.წ. IMEC-ის  ცელოფანი, რომელიც ნიადაგს ანაცვლებს და მიკრობებს ფილტრავს.

„ჩვენ ცელოფნის ტექნოლოგიას მარცვლეულის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. ეს კი მცირე ფერმერებსაც აძლევს საშუალებას, რომ მაღალი ღირებულების ჯაჭვის მქონე მარცვლეული ძვირად გაყიდონ და იხეირონ. ქალები ხშირად წამყვან როლს ასრულებენ ამ მცირე ფერმერულ ოპერაციებში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია ქალის მდგომარეობა გააუმჯობესოს“, – განმარტავს იოშიოკა ჰიროში.

ჰიოგოს პრეფექტურაში ფერმა QUON-ის მესაკუთრე  შიძუკა ფუჯიმოტოს  IMEC-ის ცელოფნის ტექნოლოგიით უფრო ტკბილი პომიდორი მოჰყავს. იგი სხვა ფერმერ ქალებსაც ატრენინგებს და ასწავლის ამ ტექნოლოგიის გამოყენებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაცია არ გულისხმობს საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვას.

ავტორი: ანკა ულეა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend