მთავარიკულტურაკულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა...

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ  ახალი ფისქოლოგიური ტრილერი სიდნი სვინის მონაწილეობით, სერიალ „უცნაური ამბების“ ბოლო ეპიზოდი და ასევე 2025 წლის საუკეთესო ფილმების, მუსიკისა და გამოფენების სია.

მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

რაკი 2025 წლის ბოლოა, ალბათ უპრიანი იქნება, თუ დავფიქრდებით, მაინც რომელი ფილმი, მუსიკა თუ გამოფენა მოგვეწონა ყველაზე მეტად ამ წელიწადში. „ევრონიუსში“ კულტურის ამბებზე მომუშავე გუნდი შეიკრიბა, იფიქრა და თითოეულ კატეგორიაში 20-ამდე საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. რა თქმა უნდა, ეს სია სულაც არ არის ზუსტი და გარდა იმისა, რომ მკითხველს აკვალიანებს, რას მიაქციოს ყურადღება დღესასწაულების პერიოდში, ეს ნამუშევრები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანის შემოქმედებით ნიჭს. ჩვენ კი გემშვიდობებით და კიდევ უამრავი სახალისო კულტურული ამბის გაშუქებას გპირდებით მომავალ 2026 წელს!

გამოფენები

2025 წელს ყველა ტიპის გამოფენა შედგა: იყო გამოფენა ამსტერდამის რეიკსმუზეუმში, სახელწოდებით „უსაფრთხო სექსი“, რომელზეც 200 წლის წინანდელი პრეზერვატივიც კი იყო წარმოდგენილი, ლონდონის დიზაინის მუზეუმში შედგა ყველასთვის საყვარელი პასტელის ვარდისფერში შეღებილი სასტუმროების გამოფენა, ხოლო შვეიცარიაში ბაზელის  Kunstmeile-ის გალერეაში წარმოდგენილი იყო ჯვარცმული დონალდ ტრამპის სიურეალისტური ქანდაკება, სახელწოდებით „ცოდვილი თუ წმინდანი?“.

წლევანდელი წელი ხელოვნებისთვის მართლაც ძალიან ეკლექტიკური და ღონისძიებებით დატვირთული გამოდგა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული დაძაბულობისა. გამორჩეულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყოს ყველაფერი, დაწყებული ლეი ბაუერით და დევიდ ჰოკნით დამთავრებული, მათ შორის მშვენიერი ეპოქის აფიშები და მარი ანტუანეტი, კვიპროსსა და შუა აზიაში ახლად წარმოქმნილი საგამოფენო სივრცეები, რომლებმაც მსოფლიოს კულტურული ცენტრები ახალ გეოგრაფიულ არეალში გადაიტანეს.

ჩვენ მიერ შერჩეული გამოფენების სია (Here’s our full list )  ასე გამოიყურება: პარიზში, ორსეს მუზეუმში, მშვენიერი ეპოქის აფიშების გამოფენა, ბუხარას ბიენალე, ლეი ბაუერის  გამოფენა ლონდონის ტეიტის გალერეაში, საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა კვიპროსში (VIMA Art Fair), დევიდ ჰოკნის გამოფენა ლუი-ვიტონის ფონდის გალერეაში,  ალმა-ატის ხელოვნების მუზეუმის გახსნა, ალბერტო ჯაკომეტის გამოფენა ლონდონში  Barbican-ის ხელოვნების ცენტრში,  ტრეისი ემინის გამოფენა, სახელწოდებით „სექსი და მარტოობა“ ფლორენციის Palazzo Strozzi-ის საგამოფენო სივრცეში, ანსელმ კიფერის ვან-გოგით შთაგონებული ნამუშევრების გამოფენა ლონდონის სამეფო აკადემიის დარბაზებში (Royal Academy),  დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანას 40-წლიანი თანამშრომლობის იუბილესადმი მიძღვნილი მოდის გამოფენა პარიზის გრან პალეს საგამოფენო სივრცეში.

მართალია, ბევრს დავობენ იმის თაობაზე, თუ როდის გაჩნდა პირველი ფოტოკაბინა, მაგრამ ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ 2025 წელს მისი შექმნიდან 100 წელი გავიდა. ლონდონის ფოტოგრაფების გალერეაში ამ საიუბილეო თარიღს მიუძღვნეს გამოფენა „დაიკავე პოზა! ფოტოკაბინის 100 წლისთავი,“ რომელიც 2026 წლის 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

ფილმები

თუ გიყვართ ფისიქოლოგიური თრილერები, რომლებიც სავსეა მოულოდნელი და ხალისიანი სისულელეებით, ფილმი „მოსამსახურე“ (The Housemaid) სწორედ ასეთია. ფილმი ფრიდა მაკფადენის 2022 წელს გამოქვეყნებულ იმავე სახელწოდების რომანს ეყრდნობა, რომელშიც  ახალგაზრდა ქალი მილი კალოუეი  (რომელსაც სიდნი სვინი განასახიერებს),  მუშაობას იწყებს მოსამსახურედ მდიდარ ოჯახში, რომელიც, როგორც ირკვევა, საშიშ საიდუმლოებებს მალავს. ფილმი იუმორისტული კუთხით აშუქებს ისეთ თემებს, როგორებიცაა სხვა ადამიანების კონტროლი, მანიპულაცია და გენდერული სტერეოტიპები.

2025 წლის საუკეთესო ფილმები

ცოტა ხნის წინ Netflix-მა შეიძინა კინოსტუდია Warner Bros.-ი. ეს სასიკვდილო განაჩენივით მიიღო მთელი მსოფლიოს ინოვაციურმა და  დამოუკიდებელმა კინოსამყარომ, რომელიც შიშობს, რომ მომავალში კულტურა უფრო ჰომოგენური და უსულგულო გახდება, რადგან მას  ალგორითმი მართავს, თუმცა იმედის ნაპერწკალი მაინც არ ჩამქრალა!

2025-მა წელმა  ახლად გამოსული ფილმებით Sinners , One Battle After Another, It Was Just An Accident დაამტკიცა, რომ ორიგინალური ამბები, უნიკალური ხედვა და მრავალფეროვანი აზრები გაცილებით მეტად ხიბლავს აუდიტორიას, ვიდრე ერთჯერად მოგებაზე გათვლილი ნოსტალგიური სცენარი. ჩვენი წლის 20 საუკეთესო ფილმის სია ამყარებს ამ აზრს (Top 20 Best Films this year). ეს ფილმებია: Alpha, Den Stygge Stesøsteren (The Ugly Stepsister), Affeksjonsverdi (Sentimental Value), 28 Years Later, Superman, Die My Love, April, Ainda Estou Aqui (I’m Still Here), Frankenstein, Bugonia,  O Último Azul (The Blue Trail), awt Hind Rajab (The Voice of Hind Rajab), Weapons, The Brutalist, Sinners, Nickel Boys, It Was Just An Accident, Sorda (Deaf), Sirāt, One Battle After Another.

90-იანი წლების ფილმი „ანაკონდა“ კომედიურ ჟანრში განაახლეს, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ ბლეკი და პოლ რადი. ფილმი უკვე გამოსულია ეკრანებზე და იდეალურია სეზონური ნერვული აშლილობის სამკურნალოდ.

ტელესერიალები

 

ჰარლან კობენის 2019 წელს გამოქვეყნებული რომანის „გაქცეულის“ სიუჟეტზე გადაღებული იმავე სახლეწოდების ტელესერიალი მოგვითხრობს მამისა (როლს ჯეიმს ნესბიტი ასრულებს) და მისი ნარკოდამოკიდებული ქალიშვილის (რომელსაც ელი დე ლანჟი განასახიერებს)  ამბავს, რომელიც თავის მოძალადე პარტნიორთან ერთად გაიქცა. ქალიშვილის ძებნის დროს მამა ბნელი ძალების სამყაროში აღმოჩნდება, რომლის ფონზეც ოჯახის საიდუმლოებები ამოტივტივდება და მთელი ოჯახის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება. ეს პირქუში ბრიტანული საშინელებათა ჟანრის ფილმი იდეალურია ნაახალწლევს, როცა ნაბახუსევი დივანზე მოკალათდები.

Netflix-ის ტელესერიალის „უცნაური ამბების“ ბოლო სეზონის ბოლო ეპიზოდი 31 დეკემბერს გავა.

2025 წლის საუკეთესო მუსიკა

მართალია, წელს მედიის წამყვანი სტატიები ტეილორ სვიფტს ეძღვნებოდა, მაგრამ სხვა ხელოვანების ნაკლებობაც არ გვიგრძნია, რომლებიც ასეთსავე აღიარებას იმსახურებენ. იქნება ეს ინგლისური ინდიროკ ჯგუფი Florence + The Machine-ის თეატრალური კათარზისული ალბომი ‘Everybody Scream’,  კეიტ ლე ბონის სულში ჩამწვდომი ალბომი ‘Michelangelo Dying’ თუ როზალია ვილა ტობელას ალბომი ‘LUX’-ი.

იმ დროს, როცა ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ბენდები უკვე პოპულარული გახდა, ასეთი ალბომები იმედის სხივია, რადგან არავის შეუძლია ტკივილისა და სიხარულის სიმღერაში  ჯადოქრულად ჩაქსოვება ისე, როგორც ადამიანს. ამიტომ გაიკეთეთ ყურსასმენები, გაუჩინარდით მყუდრო ოთახში და გადაეშვით 20 საუკეთესო სიმღერის სამყაროში. ესენია:
Olivia Dean – The Art of Loving, Ichiko Aoba – Luminescent Creatures, Florence + The Machine – Everybody Scream, DJ Haram – Beside Myself, Freddie Gibbs And The Alchemist – Alfredo 2, Erika de Casier – Lifetime, The Last Dinner Party – From The Pyre, Cate Le Bon – Michelangelo Dying, FKA twigs – EUSEXUA, Lausse The Cat – The Mocking Stars, Little Simz – Lotus, Pulp – More, Jane Remover – Revengeseekerz, Bad Bunny – DeBÍ TiRAR MáS FOToS, Geese – Getting Killed, Wednesday – Bleeds, Viagra Boys – Viagr Aboys, Annahstasia – Tether, Kelela – In The Blue Light, Rosalia – LUX.
აი ლინკიც: Top 20 Albums here.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend