მთავარიმსოფლიოUNITED NATIONS„ადაპტაცია, შემცირება ან გაუქმება“ - აშშ გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების რეფორმებს ითხოვს

„ადაპტაცია, შემცირება ან გაუქმება“ – აშშ გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების რეფორმებს ითხოვს

აშშ აცხადებს, რომ გაეროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფს 2 მილიარდ დოლარს, რაც მკვეთრად ნაკლებია წინა წლების დაფინანსებასთან შედარებით.

ამასთან ერთად ვაშინგტონი გაეროსგან ჰუმანიტარული დახმარების სისტემის რადიკალურ რეფორმას მოითხოვს.

„შეთანხმება მოითხოვს, რომ გაერომ გააერთიანოს ჰუმანიტარული ფუნქციები, რათა შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯები, არასაჭირო დუბლირება და იდეოლოგიური ცვეთა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „გაეროს ცალკეულ სააგენტოებს მოუწევთ ადაპტირება, შემცირება ან გაქრობა“.

აშშ მოითხოვს, რომ გაეროს ჰუმანიტარული სისტემა გახდეს უფრო ცენტრალიზებული, ნაკლებად ბიუროკრატიული და შედეგებზე ორიენტირებული, რათა შემცირდეს ხარჯები და დუბლირება.

დახმარების შემცირება რთულ ვითარებას ქმნის გაეროს ისეთი სააგენტოებისთვის, როგორებიცაა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, ლტოლვილთა სააგენტო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს კი განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ჰუმანიტარული კრიზისები იზრდება – კონფლიქტები, შიმშილი და სტიქიური უბედურებები სულ უფრო მეტ ადამიანს აზარალებს.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ გაეროს სააგენტოები ახალ რეალობას უნდა მოერგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაფინანსება კიდევ უფრო შეუმცირდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend