წინასაახალწლო პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებს.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს არ გაანადგურონ ბუნებრივი სიმდიდრე და ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.
რა სანქციებია გათვალისწინებული საქართველოში წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვებაზე და რამდენად პრობლემურია ეს საკითხი ახალი წლის პერიოდში.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი მამადაშვილმა ისაუბრა.

