პროფესიული სტანდარტების შექმნა, დუალური განათლების მხარდაჭერა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მომსახურებებისა, რასაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივი უნარების ორგანიზაცია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
ორგანიზაცია 2024 წელს „საქართველოს კარიტასის“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის, საქართველოს კერძო კოლეჯებისა და საქართველოს ექთნების ასოციაციის ინიციატივით დაფუძნდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს საქართელოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, გაიოზ ყუბანეიშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივი უნარების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, შორენა ხაჭაპურიძემ.

