მთავარიკულტურაკულტურის დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ...

კულტურის დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

მსოფლიოს ცოცხალ ხელოვანებს შორის ყველაზე დიდ ხელოვანად აღიარებული მხატვრის გამოფენა მიმდინარეობს; ტიმოთი შალამე წარმატებული მაგიდის ჩოგბურთელის როლს ასრულებს; სერიალ „უცნაური ამბების“ მე-5 სეზონის მეორე ნაწილი სულ მალე ეკრანებზე გავა და წლევანდელი საუკეთესო სიმღერაც ცნობილია! მოდი, ვნახოთ, როგორ უნდა გავატაროთ დღესასწაულებით სავსე კვირა ევროპაში.

ყველას მოგილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს, იქნება ეს შობა, კვანზა, ხანუქა თუ რომელიმე სხვა დღესასწაული, რომელსაც დიდი სიხარულით აღნიშნავთ ამ კვირაში!

მართალია, ამ კვირაში დროს ძირითადად საჩუქრების შეფუთვაში, სანოვაგის მომზადებასა და ნათესავებთან ერთად სუფრასთან გაატარებთ, მაგრამ  ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც წესი, გარკვეული პაუზა დგება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ჭიქა ღვინით ხელში ტელევიზორის ეკრანთან მოკალათდეთ.  არავინ გაგამტყუნებთ, თუ ისეთი ლეგენდარული მხატვრების გამოფენებზეც წახვალთ, როგორებიც არიან გერჰარდ რიხტერი  და მიშელინა მალერინ ვუტიე, ან თუ ოსკარის  დაჯილდოებისთვის შერჩეულ ფილმს „Marty Supreme“ ნახავთ კინოთეატრებში.

თანამედროვე ცოცხალ ხელოვანებს შორის ყველაზე დიდ ხელოვანად აღიარებული გერმანელი მხატვრის –  გერჰარდ რიხტერის –  გამოფენა პარიზში ლუი-ვიტონის ფონდის შენობაში განთავსებულ გალერეაში 2026 წლის 2 მარტამდე გაგრძელდება.

რიხტერი ცნობილია ფოტორეალიზმისა და აბსტრაქციის სინთეზით. მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილია მისი 275 ნამუშევრის რეტროსპექტივა, რომელიც 1962-2024 წლებს მოიცავს. მათ შორის არის როგორც ზეთში დახატული ტილოები, ისე მელანში შესრულებული გრაფიკა და ფოლადის ქანდაკებები.

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზუემში (Kunsthistorisches Museum Wien) მიშელინა მალერინ ვუტიეს გამოფენა მომავალი წლის 22 თებერვლამდე გაგრძელდება. 

ფართო ტილოებით ცნობილი მიშელინა მხოლოდ  მე-17 საუკუნის  გამოჩენილი მხატვარი კი არ არის, ის ცნობილი მეამბოხეცაა. მან დაარღვია გენდერულ თემაზე არსებული ყოველგვარი ჩარჩო და  დიდი ზომის პორტრეტებისა და პეიზაჟების ოსტატის სახელი მოიხვეჭა, მაშინ, როცა იმ დროს ამ ჟანრებში ძირითადად მამაკაცები მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, მიშელინას სახელი საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. თანამედროვე გამოფენების ორგანიზატორები ცდილობენ, გამოასწორონ ეს შეცდომა, მათ შორის არის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმიც, რომელმაც მიქალეინას ნამუშევრები ისეთი ბრწყინვალე ოსტატების გვერდით გამოფინა, როგორებიც არიან პეტერ პაულ რუბენსი და ანტონის ვან დეიკი.

პორტუგალიაში, ალჟეშში, საგამოფენო დარბაზ Palácio Anjos-ში, მსოფლიო პრესის  დაჯილდოებაზე წარდგენილი კარიკატურების გამოფენა 2026 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება ფილმებს

ცნობილი კინორეჟისორი ძმები ბენი და ჯოშ საფდები, როგორც წესი,  ერთად იღებენ ფილმებს, თუმცა წელს ორივე სოლო პროექტით წარდგა აუდიტორიის წინაშე. ბენი საფდის  ფილმმა The Smashing Machine დადებითი შეფასება დაიმსახურა ვენეციის კინფოესტივალზე, თუმცა ჯოშ საფდის Marty Supreme, რომელმაც უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსი, როგორც ჩანს, წლევანდელ ოსაკრის დაჯილდოებაზეც მთავარი ნომინანტი იქნება საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

 

ფილმის სიუჟეტი 1950-იან წლებში ვითარდება. მარტი რეისმანის, მაგიდის ჩოგბურთის ქარიზმატული მოთამაშის როლს კი არანაკლებ ქარიზმატულად ასრულებს  ტიმოთი შალამე. ეს ფილმი უკვე კინოეკრანებზე გადის.

საშობაო  ფილმებიდამ წელს ყველაზე პოპულარული იყო A Very Jonas Christmas Movie , რომელიც Netflix-ზე გადის. შეგიძლია მშვიდად ჩაუჯდე სასუსნავებითა და ჭიქა ღვინით ხელში.

რაც შეეხება ტელესერიალებს

 

Netflix-ზე 26-31 დეკემბერს „უცნაური ამბების“ (The Stranger Things) ფინალური მე-5  სეზონი გავა. მეხუთე სეზონის პირველი ნაწილის პრემიერა ნოემბერში შედგა, მეორე ნაწილი კი 26 დეკემბერს დაიწყება და ბოლო ეპიზოდი 31 დეკემბერს დასრულდება.

2025 გამორჩეული იყო მრავალფეროვანი მუსიკით, იქნებოდა ეს ჯეინ რემუვერის სიცოცხლით სავსე მუსიკა, თუ როზალია ვილა ტობელას სიმფონიური საგალობლები. ხალისიან დღესასწაულებს გისურვებთ ყველას და ისევ მიადევნეთ თვალი „ევრონიუსის“ კულტურულ ამბებს.

ავტორი ამბერ ლუის ბრაისი Amber Louise Bryce

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend