საქსტატის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 271 ლარს მიაღწია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 214 ლარითა და 90 თეთრით მეტია.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი არის თბილისში – 2 603 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1 190 ლარი.
საქსტატის ცნობით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო, 4 212.9 ლარით. მას მოჰყვება შემდეგი სფეროები: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება. ყველაზე დაბალანაზღაურებად კატეგორიაში კი კვლავ განათლების სფერო რჩება.


