მთავარიკუბიარასრულწლოვანების ათასობით AI-ვიდეო TikTok-ზე

არასრულწლოვანების ათასობით AI-ვიდეო TikTok-ზე

ვიდეოპლატფორმა „ტიკტოკზე“ ყოველდღიურად იზრდება ხელოვნური ინტლექტის საშუალებით გენერურებული ვიდეოების რაოდენობა – მათ შორისაა სექსუალური ხასიათის ვიდეოებიც, რომლებიც არასრულწლოვან გოგოებს წარმოაჩენს. აკრძალვის მიუხედავად, ასეთ ვიდეოებს მილიონობით მოწონება და ნახვა აქვს.

ესპანეთში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „მალდიტამ“, რომელიც იკვლევს ონლაინ დეზინფორმაციას, წარადგინა ახალი კვლევა, არასრულწლოვნების უსაფრთხოების შესახებ.

კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული არასრულწოვანი გოგონების ვიდეოებს „ტიკტოკზე“ მილიონობით ნახვა და მოწონება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის კონტენტის გავრცელება პლატფორმაზე აკრძალულია.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს 20-ზე მეტი ანგარიში, რომლებიც აქვყნებენ ბავშვების AI-ით შექმნილ ვიდეობს. ძირითადად ასეთი ვიდეობში გოგონებს „გამომწვევი“ სამოსი აცვიათ. ამ ანგარიშებს ათობით ათასი გამომწერი ჰყავთ და თავად ვიდეოებს აღწერაში თან ახლდათ „ტელეგრამის“ ჩატების ბმულები, საიდანაც კვლევის მიხედვით, იყიდება ბავშვთა პორნოგრაფია.

კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ტიკტოკის“ უნარს ძალაში მოიყვანოს საკუთარი პოლიტიკა AI-ის კონტენტთან დაკავშირებით. „ტიკტოკში“ აცხადებენ, რომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იმ კონტენტის მიმართ, რომელიც „აჩვენებს, ხელს უწყობს ან მონაწილეობს ახალგაზრდების ექსპლუატაციაში“.

კომპანიის თქმით, კონტენტის მოდერაციისთვის ის იყენებს ვიზუალური, აუდიო და ტექსტური ინსტრუმენტების კომბინაციას. კომპანიის ცნობით, 2025 წლის აპრილიდან ივნისამდე ვიდეოპლატფორმიდან წიშალა 189 მილიონზე მეტი ვიდეო და გაუქმდა 108 მილიონზე მეტი ანგარიში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend