მთავარიევროპაბელარუსი„ბელარუსს რუსულ მხარესთან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვს“ - ალექსანდრ ლუკაშენკა

„ბელარუსს რუსულ მხარესთან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვს“ – ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკას განცხადებით, ბელარუსს ომი არავისთან სურს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ამისთვის ემზადებიან. ლუკაშენკას თქმით, ეს იმიტომ რომ რეალურად ომი აიცილონ თავიდან – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბუშტების გამო.

„ჩვენ ომი არ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ლიეტუველ ხალხსაც არ სჭირდება, ისევე როგორც პოლონელებს, ლატვიელებსა და ესტონელებს. ჩვენ ომი საკმარისად გამოვიარეთ, ამდენი ადამიანი დავკარგეთ და ჯერ კიდევ არიან თაობები, რომლებმაც ეს ომი იხილეს. ლიეტუველ ხალხთან შეთანხმებას ყოველთვის მივაღწევთ, ისევე როგორც პოლონელებთან. ეს ჩვენი ხალხია. თუ გსურთ ნორმალური ურთიერთობები, დასხედით მაგიდასთან და განიხილეთ ეს საკითხები. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. სხვა გზა არ არსებობს და სავარაუდოდ არც იქნება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

მისი თქმით, ბელარუსს რუსულ მხარესთან თავდაცვის საკითხებში „სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვს“. მისივე ინფორმაციით, დაისვა ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების საკითხიც.

„რუსეთის მხრიდან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა გვაქვს. ამიტომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არავისზე თავდასხმის განზრახვა არ გვაქვს. ეს ჩვენი საქმე არ არის“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ბელარუსიდან გაშვებულმა სიგარეტით დატვირთულმა საჰაერო ბუშტებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ქვეყნის საჰაერო სივრცე.

ვილნიუსი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ კონტრაბანდის შემთხვევა აღარ არის და საჰაერო ბუშტები გამოიყენება, როგორც ჰიბრიდული თავდასხმის ფორმა, რომელსაც ბელარუსი- რუსეთის უახლოესი მოკავშირე ორგანიზებულად იყენებს.

„ბუშტებმა“ უკვე რამდენჯერმე აიძულა ლიეტუვა, დაეხურა მთავარი საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. ოფიციალური პირების თქმით, ბუშტები საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ადამიანის სიცოცხლეს, ინფრასტრუქტურასა და გარემოს.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend