მთავარიევროპასაბერძნეთიკუნძულ კრეტაზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა

კუნძულ კრეტაზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა

კუნძული კრეტას სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვაში, გასაბერი ნავით საზღვრის კვეთისას, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა. ეს ინფორმაცია საბერძნეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა.

ნახევრად ჩაძირული ნავი 6 დეკემბერს თურქულმა სავაჭრო გემმა იპოვა. ამ დროის მონაცემებით, ნავზე მყოფი 2 პირი გადარჩა, დანარჩენს მგზავრებს კი ჯერ ისევ ეძებენ.

საბერძნეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ერთ-ერთი მთავარი წერტილიამიმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში ცხოვრობენ და ცდილობენ კონფლიქტებსა თუ სიღარიბეს თავი დააღწიონ. მსგავსი მცდელობები კი ხშირად სრულდება ფატალურად.

უახლესი მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში ლიბიიდან კრეტაზე ჩასულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საბერძნეითის ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს, რომელი ქვეყნიდან მიდიონენ მიგრანტები უკიდურესად სახიფათო ტრანსპროტით – გასაბერი ნავით.

საძიებო ოპერაციაში მონაწილეობენ ევროპის სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის გემი, ასევე, საბერძნეთის სანაპირო დაცვის ვერტმფრენი და გემები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend