მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერია, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის აღების გამო.

სპეციალურ ვიდეომიმართვაში ისრაელი მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა სასამართლო პროცესმა ორად გახლიჩა ქვეყანა და რომ მისი შეწყალება „ხელს შეუწყობს ეროვნული ერთიანობის აღდგენას“. ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ კვირაში სამჯერ სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება მას ხელს უშლის სახელმწიფოს მართვაში.

,,ისრაელის მოქალაქენო, თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სასამართლო პროცესი უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს და, როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. სასამართლოსთვის თანდათან ხდება ცნობილი, რომ  ჩემ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებია წაყენებული. ისიც აშკარაა, რომ მათი  მტკიცებულებები წარმოდგენილია სამართლებრივი ნორმების დაღვევით.  ჩემი პირადი ინტერესი იყო და რჩება ის, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს და ყველა ბრალდებაზე სრული გამართლება მივიღო. თუმცა, უსაფრთხოება და დიპლომატიური რეალობა, ასევე ეროვნული ინტერესი სხვა გადაწყვეტილებას მოითხოვს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ერთდროულად აქვს დიდი გამოწვევები და შესაძლებლობები. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ „საჭიროა ეროვნული ერთიანობა“.

„სასამართლო პროცესის გაგრძელება შიდა დაპირისპირებას აღვივებს, კიდევ უფრო ამწვავებს საზოგადოებრივ პოლარიზაციას და ზრდის განხეთქილებას. დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი ქვეყნის ბევრი სხვა მოქალაქე, სასამართლო პროცესის დაუყოვნებლივი დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებდა დაძაბულობას“, – თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend