მთავარიგადაცემებიGrand Voyagerდიდებული მოგზაურობა ვალენსიაში

დიდებული მოგზაურობა ვალენსიაში

ისტორიული ქუჩებითა და მშვენიერი შემოგარენით სახელგანთქმული ვალენსია სიცოცხლითა და სურნელით სავსე ქალაქია. მაგრამ საინტერესოა, მაინც რატომ არის ეს ქალაქი განსაკუთრებულად მიმზიდველი გურმანებისთვის?

გადაცემა Grand Voyager-ის ამ ეპიზოდში წამყვანუ ლილი დაუსი ვალენსიას ესტუმრა, ესპანეთის ერთ-ერთ უმშვენიერეს რეგიონს. მან მიარა ვალენსიის ძველი ქალაქი, დაათვალიერა მისი საუკუნოვანი არქიტექტურა, სიცოცხლით სავსე ქუჩები და მდიდრული სასტუმროები. შეხვდა ტურისტული კომპანიის Hotspot Valencia-ს თანადამფუძნებელს დემი ბონიტას, რომელმაც ქალაქის ყველაზე  მიმზიდველი ადგილები და ფარული მარგალიტები აჩვენა. გზად ლილიმ შეიარა ალბუფერას ტბაზე, სადაც გასინჯა ადგილობრივი ნამდვილი პაელა იან კამპბელთან კომპანია Very Valencia-ის დამფუძნებელთან  ერთად. ესტუმრა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფმზარეულს რიჩარდ კამარენას, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა. შემდეგ ლილიმ მთის სოფელი ჩულილია მოიარა ფეხით გიდ დიმიტრი ბლატოვთან ერთად, რომელიც მთის გიდების ტურისტული კომპანიის Valencia Mountain Enthusiasts-ის დამფუძნებელია.

ავტორი: ლილი დაუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend